გროტესკი (ლიტერატურა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გროტესკი''' – (ფრანგ. grotesque, იტალ. grota –– უცნაური), სინამდვილის კომ...)
 

მიმდინარე ცვლილება 22:34, 10 ივლისი 2025 მდგომარეობით

გროტესკი – (ფრანგ. grotesque, იტალ. grota –– უცნაური), სინამდვილის კომიკური წარმოსახვის უკიდურესი სახეობა, რომელიც მოვლენას, საგნებსა და ადამიანებს გამოხატავს უჩვეულოდ გაზვიადებული, ძალზე პირობითი და კომიკური სახეებით.

ტერმინი გროტესკი ლიტერატურაში ნასესხებია მხატვრობიდან. ასე ერქვა რომაულ გამოქვაბულებმი, „გროტებში“, ტიტეს სარდაფებში აღმოჩენილ უძველეს კედლის მხატვრობას, სადაც წარმოდგენილი იყო ადამიანთა და ცხოველთა ფიგურებით, მცენარეული და გეომეტრიული ნახაზებით შედგენილი ფანტასტიკური ორნამენტები. ამ ფერწერის აღმწერი ისტორიკოსები აღნიშნავდნენ მის უჩვეულო კომიკურ ხასიათსა და უსაზღვრო ფანტასტურობას, აქედან, გროტესკი ეწოდება კომიკურის უკიდურეს გამოვლენას.

მხატვრულ ლიტერატურაში გროტესკი გამოიყენება როგორც მხატვრული ხერხი ადამიანის ან მოვლენის უარყოფითად წარმოსახვისას.

გროტესკულ სახეებს გვიხატავს მ. სალტიკოვ-შჩედრინი, გ. წერეთელი („კიკოლიკი, ჩიკოლიკი და კუდაბზიკა“) და სხვ.


[რედაქტირება] წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები