დღიური (ჩანაწერი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''დღიური''' – ავტორის დაკვირვებების, კვლევა-ძიების, ექსპედიცი...) |
მიმდინარე ცვლილება 23:11, 14 ივლისი 2025 მდგომარეობით
დღიური – ავტორის დაკვირვებების, კვლევა-ძიების, ექსპედიციის, მოგზაურობის შედეგებისა და პირადი (ავტობიოგრაფიული) ხასიათის ყოველდღიური ან პერიოდული ჩანაწერები.
დღიურის ფორმას იყენებენ მხატვრულ ლიტერატურაშიც: მას ნაწარმოების ერთ-ერთი გმირი წერს, მაშასადამე, აქაც ამ გმირის ცხოვრება პირველ პირშია გადმოცემული, მაგალითად, კ. გამსახურდიას „მთვარის მოტაცებაში“ ჩართულია თარაშ ემხვარის დღიურები. მხატვრულ ლიტერატურაში ზოგჯერ დღიურები მართლაც ავტობიოგრაფიულია. მაგალითად, ცნობილი ჩეხი კომუნისტის იულიუს ფუჩიკის „რეპორტაჟი სახრჩობელადან“, ფაშისტთა ტყვეობამი დაღუპული პატარა გოგონა „ანა ფრანკის დღიურები“ და სხვ.