იდილია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''იდილია''' − (ბერძნ. eidyllion – პატარა ლექსი) – ანტიკური [[ბუკოლიკური ...) |
14:24, 18 ივლისი 2025-ის ვერსია
იდილია − (ბერძნ. eidyllion – პატარა ლექსი) – ანტიკური ბუკოლიკური მსუბუქი, უდარდელი ცხოვრების სურათების ამსახველი მცირე ლექსი. იდილია ეწოდებოდა ანტიკური პერიოდის ბერძენი პოეტის თეოკრიტეს ლექსების კრებულს. ამ ლექსთა უმეტესობა წარმოადგენდა პატარ-პატარა სცენებს, რომელთა მოქმედი პირები იყვნენ მწყემსები, გლეხები, ქალაქის დაბალი ფენების წარმომადგენლები. თეოკრიტეს მიმბაძველებმა უფრო მეტად ბუნების წარმოსახვა გააძლიერეს თავიანთ ნაწარმოებებში.