ლიტერატურა
(ახალი გვერდი: '''ლიტერატურა''' – (ლათ.littera — ასო), ფართო გაგებით ნიშნავს ყოველგვ...) |
|||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
ლიტერატურა თავისი ყველა აქ აღნიშნული ძირითადი ნიშნის გამო, ადამიანთა სულიერი და იდეური ურთიერთობის ერთ-ერთი უაღრესად თავისებური და დიდმნიშვნელოვანი საშუალებაა იგი არსებით ზეგავლენას ახდენს ადამიანთა სულიერ ცხოვრებასა და საერთო კულტურაზე. ამიტომ ეწოდა მწერალს „ადამიანის სულის ინჟინერი“. ამიტომაა რომ ლიტერატურა გარკვეულად ზემოქმედებს მთელი საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაზე. | ლიტერატურა თავისი ყველა აქ აღნიშნული ძირითადი ნიშნის გამო, ადამიანთა სულიერი და იდეური ურთიერთობის ერთ-ერთი უაღრესად თავისებური და დიდმნიშვნელოვანი საშუალებაა იგი არსებით ზეგავლენას ახდენს ადამიანთა სულიერ ცხოვრებასა და საერთო კულტურაზე. ამიტომ ეწოდა მწერალს „ადამიანის სულის ინჟინერი“. ამიტომაა რომ ლიტერატურა გარკვეულად ზემოქმედებს მთელი საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაზე. | ||
| + | == იხილე აგრეთვე == | ||
| + | [[ეპისტოლური ლიტერატურა]] | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
მიმდინარე ცვლილება 13:40, 24 ივლისი 2025 მდგომარეობით
ლიტერატურა – (ლათ.littera — ასო), ფართო გაგებით ნიშნავს ყოველგვარ წერილობით და ნაბეჭდ ნაწარმოებთა ერთობლიობას. ამ ცნებას იყენებენ დარგობრივი ლიტერატურის აღსანიშნავადაც (ფილოსოფიური ლიტერატურა, მეცნიერული ლიტერატურა) და აგრეთვე ამა თუ იმ საკითხის შესახებ არსებული, ან ამა თუ იმ ნარკვევში გამოყენებული შრომების საერთო სახელწოდებად. ვიწრო გაგებით კი ლიტერატურა ეწოდება ხელოვნების დიდმნიშვნელოვან დარგს საზოგადოებრივი ცნობიერების თავისებურ ფორმას – მხატვრულ ლიტერატურას.
მხატვრული ლიტერატურა, ისე როგორც საერთოდ ხელოვნება, არის სინამდვილის განსახოვნება, მხატვრული ასახვა. მისი თავისებურება, მხატვრული შემოქმედების სხვა დარგებთან შედარებით (მუსიკა, მხატვრობა, ქანდაკება, თეატრი, კინო), იმაში მდგომარეობს, რომ იგი სიტყვის მეშვეობით ქმნის მხატვრულ სახეებს. ამის გმო ლიტერატურა უფრო სრულად და ფართო მასშტაბით წარმოსახავს სინამდვილეს, ადამიანის ცხოვრებას, მისი მთელი სულიერი და გონებრივი სამყაროს მოძრაობასა და მრავალფეროვნებას, ვიდრე ხელოვნების სხვა დარგები.
ლიტერატურის საგანს წარმოადგენს ადამიანი, მისი ცხოვრება, განცდები, ფიქრი, მისწრაფებანი, საერთოდ მთელი საზოგადოებრივი სინამდვილე; ამავე დროს, იგი ასახავს ბუნების იმ სფეროსაც (მისთვის ნიშანდობლივი ასახვითი თავისებურების შესაბამისად), რომელიც ადამიანის ცხოვრების უშუალო გარემოდ გვევლინება ლიტერატურა თავის ამ მრავალფეროვან საგანს ასახიერებს არა მსჯელობის, მტკიცების, „აბსტრაქციების ფორმულების, ცნებებისა“ და კანონების მეშვეობით, არამედ თვით სინამდვილის ანალოგიური სახემოსილებით („სინამდვილის ფორმაში“). თუ ისტორიკოსი „კაცია-ადამიანში“ განსახიერებული საზოგადოებრივი სინამდვილის შესწავლისას დაემყარებოდა შესატყვისი ფაქტების მეცნიერულ ანალიზს, შეიმუშავებდა გარკვეულ დასკვნებს, ცნებებს, განსაზღვრებებს, რომლებშიც აღნიშნული ფაქტების არსის შემოკლებული და განყენებული ასახვა იქნებოდა მოცემული, ი. ჭავჭავაძემ უშუალოდ, კონკრეტულად განასურათა, დახატა (კონკრეტულ-საგნობრივად წარმოსახა) ეს სინამდვილე. ამასთან, მწერლის მიერ დახატული ცხოვრება და ადამიანები არ არის იმის პირდაპირი გამეორება, რასაც თვით სინამდვილე წარმოადგენდა. ეს უკანასკნელი აქ გარდასახულია, ე. ი. ილიას მიერ შექმნილი, გამოგონილი ცხოვრებისა და ადამიანების სახით არის განსახოვნებული.
ლიტერატურა, ისე როგორც ხელოვნების სხვა დარგები, ყოველთვის გამოგონილის, მხატვრული განზოგადების მეშვეობით ასახიერებს რეალურ სამყაროს. თვით ეს მხატვრული განზოგადება კი გვევლინება როგორც მხატვრულ შეთხზვაზე დაფუძნებული გარდასახვა. ძირითადად შემდეგი ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს იმ სხვაობას რომელიც ლიტერატურული ქმნილების საგანსა და თვით ქმნილებას შორის არსებობს: 1. მწერლის დამოკიდებულება სინამდვილესთან. აქ იგულისხმება შემოქმედების იდეური პოზიცია, იგივე, სინამდვილის მოვლენების მწერლისეული გაგება. 2. ლიტერატურის სპეციფიკური ფუნქციაა სინამდვილის მოვლენების არა ყოველგვარი ასახვა, არამედ მხოლოდ მხატვრული ასახვა, მხატვრული სინამდვილის შექმნა, მაშასადამე ასახულის მხატვრული ღირსებით ამაღლება, მხატვრულ ქმნილებად ქცევა. ლიტერატურის თავისებურება მხატვრული ასახვის სწორედ ამ სპეციფიკურ ხასიათსა და დანიშნულებაში მდგომარეობს. ამის გამოა, რომ ჭეშმარიტი მხატვრული ქმნილება ყოველთვის ემოციურია და ადამიანებში იწვევს სიამოენებას, სულიერ ამაღლებას, სიხარულს, ესთეტიკურ ტკბობას.
მხატვრული გარდასახვის აქ აღნიშნული თავისებურება ლიტერატურის განვითარების ისტორიულ პროცესში სხვადასხვა სახით ვლინდება, რაც განპირობებულია, ერთი მხრივ, მწერლის ესთეტიკური იდეალისა და შემოქმედებითი მეთოდის ხოლო, მეორე მხრივ, შემოქმედებითი ინდივიდუალობისა და ტალანტის ნიშანდობლივი თვისებებით.
ლიტერატურის თავისებურება ასახვითი მოვლენაა. ლიტერატურა მისთვის ნიშანდობლივი ასახვის თავისებური წესის და ფუნქციის გამო არის ლიტერატურა. ამიტომ მხატვრული ფორმა ლიტერატურის გარეგან სამკაულს კი არ წარმოადგენს, არამედ შინაგან ფაქტორს, ორგანულად შერწყმულს შემოქმედების მთელს პროცესთან, ლიტერატურული ნაწარმოების ყოველ მხარესთან, მათ შორის, ბუნებრივია, შინაარსთან, შემეცნებით არსთან, საზოგადოებრივ ხასიათსა და დანიშნულებასთანაც.
ლიტერატურა თავისი ყველა აქ აღნიშნული ძირითადი ნიშნის გამო, ადამიანთა სულიერი და იდეური ურთიერთობის ერთ-ერთი უაღრესად თავისებური და დიდმნიშვნელოვანი საშუალებაა იგი არსებით ზეგავლენას ახდენს ადამიანთა სულიერ ცხოვრებასა და საერთო კულტურაზე. ამიტომ ეწოდა მწერალს „ადამიანის სულის ინჟინერი“. ამიტომაა რომ ლიტერატურა გარკვეულად ზემოქმედებს მთელი საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაზე.