მანიფესტი (ლიტერატურა)
(ახალი გვერდი: '''მანიფესტი''' − (ლათ. manifestus – წერილობითი საზეიმო მოწოდება), საპ...) |
მიმდინარე ცვლილება 16:48, 24 ივლისი 2025 მდგომარეობით
მანიფესტი − (ლათ. manifestus – წერილობითი საზეიმო მოწოდება), საპროგრამო სტატია ან მოწოდება, რომელშიც გადმოცემულია ლიტერატურული მიმდინარეობის ესთეტიკურ-შემოქმედებითი პრინციპები. ასეთია მაგალითად, იტალიური „ფუტურიზმის პირველი მანიფესტი“ (1909 წ.) და იტალიელი „ფუტურისტების ტექნიკური მანიფესტი“ (1912 წ.)…
ზოგჯერ ლიტერატურულ მანიფესტს ერთი ავტორი ჰყავს. მაგ.: პ. იაშვილის „პირველთქმა“ (ჟურნ. „ცისფერი ყანწები“, 1916 წ. №1).
არის ისეთი შემთხვევებიც, როცა რომელიმე მწერლის, კლასიკოსის თეორიული ან კრიტიკული სტატია ლიტერატურული მანიფესტის მნიშვნელობას იძენს, თუმცა მას არ ახასიათებს მანიფესტისათვის ნიშანდობლივი ფორმა. მაგ., სტენდალის „რასინი და შექსპირი“, ბალზაკის „ადამიანური კომედიის“ წინასიტყვაობა, ილია ჭავჭავაძის „საქართველოს მოამბეზედ“.
ზოგჯერ ასეთივე ხასიათს ატარებს მხატვრული ნაწარმოებიც. მაგ. პოლ ვერლენის „პოეტური ხელოვნება“, არტურ რემბოს „თანხმოვანნი,, ილია ჭავჭავაძის „პოეტი“, აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების ლექსი და სხვ.