მხატვრული გემოვნება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მხატვრული გემოვნება''' – ადამიანის უნარი, შესაძლებლობა გაი...)
 

მიმდინარე ცვლილება 10:30, 28 ივლისი 2025 მდგომარეობით

მხატვრული გემოვნება – ადამიანის უნარი, შესაძლებლობა გაიგოს, შეაფასოს და განიცადოს მხატვრული ნაწარმოები. მას არსებითად განაპირობებს:
1. ადამიანის შესატყვისი მიდრეკილება, ნიჭი, ე. წ. „მხატვრული ნატურა“. ყოველ ადამიანს არ შეუძლია აითვისოს, სათანადო სიღრმით განიცადოს მუსიკალური ნაწარმოები, ლექსი ან ფერწერული ქმნილება და ქანდაკება.
2. საერთო კულტურა, უპირატესად კი მხატვრული კულტურა.
3. ისე როგორც საზოგადოების მხატვრული შეხედულებანი და ესთეტიკური იდეალი, გემოვნებაც იცვლება საზოგადოებრივ ცხოვრებასთან ერთად, ხოლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იგი ეფუძნება შესატყვის ეპოქისეულ და ეროვნულ თვალსაზრისს უკეთესი ხელოვნების შესახებ. ამიტომ, როგორიცაა საზოგადოებრივი ცხოვრება, ეროვნული ვითარება, ისეთივეა მხატვრული ნორმები ესთეტიკური იდეალი და მხატვრული გემოვნებაც, უცვლელი. მარადიული გემოვნება არ არსებობს.

გემოვნების უფრო ფართო სახეობას წარმოადგენს ესთეტიკური გემოვნება. ამ უკანასკნელის საგანია არა მარტო მხატვრული ნაწარმოები, არამედ სინამდვილის მშვენიერებაც, ბუნებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენებისათვის დამახასიათებელი ესთეტიკური ღირსებაც. ესთეტიკური გემოვნება ვლინდება აგრეთვე ადამიანთა ჩაცმულობასა და ქცევაშიც.


[რედაქტირება] წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები