ნოველა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ნოველა''' – (იტალ. novella – მოთხრობა), მცირე ფორმის ეპიკური ჟანრი, ...) |
მიმდინარე ცვლილება 15:33, 28 ივლისი 2025 მდგომარეობით
ნოველა – (იტალ. novella – მოთხრობა), მცირე ფორმის ეპიკური ჟანრი, რომელიც ადამიანის ცხოვრების ერთ ეპიზოდს ასახიერებს, ხასიათდება მარტივი სიუჟეტით, პერსონაჟთა სიმცირით, ლაკონიური თხრობით, ამბისა და სიტუაციის უაღრესად მძაფრი განვითარებით, მკვეთრი ემოციურობით, პერსონაჟების რომელიმე ერთი თვისებისა და მოვლენის ერთ, ასპექტში წარმოსახვით. ისტორიულად ნოველის ერთ-ერთ სპეციფიკურ ნიშანს შეადგენდა არაჩვეულებრივი შემთხვევის ასახვაც, კერმოდ, კვანძის გახსნის მოულოდნელი ხასიათი. ასეთი დასასრული კლასიკურ ნოველაში არ ეწინააღმდეგება გმირის ხასიათისა და მოქმედების განვითარების საერთო მიმართულებას, მაგრამ მაინც გამოირჩევა ყველა მოსალოდნელ შემთხვევათა შორის. თანამედროვე ნოველაში ეს სიუჟეტური თავისებურება თანდათან კარგავს ტიპოლოგიურ მნიშვნელობას.