პამფლეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პამფლეტი''' – (ბერძნ. ყველაფერს ვწვავ), მამხილებელი, საბრალმდ...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:28, 28 ივლისი 2025 მდგომარეობით

პამფლეტი – (ბერძნ. ყველაფერს ვწვავ), მამხილებელი, საბრალმდებლო, გამკიცხველი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც ზოგჯერ სატირული ფორმითაა დაწერილი. მასში მხილებული და დაგმობილია საზოგადოებრივი ცხოვრების უარყოფითი მხარეები, გარკვეული წრის ან ცალკეული პიროვნების უხამსი საქციელი, დანაშაულებრივი საქმიანობა და ა. შ.

პამფლეტი უმთავრესად მიმართულია პოლიტიკური წყობის ან მისი რომელიმე მხარის, საზოგადოებრივი ჯგუფის, პარტიის ან მთავრობის წინააღმდეგ. იგი შეიძლება იყოს როგორც მხატვრული, ისე პუბლიცისტურიც.

პამფლეტის ნიმუშია ირ. ევდოშვილის ალეგორიული ხასიათის ლექსი „ვაი ჩვენს თავს“.


[რედაქტირება] წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები