ბათრაძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 15: ხაზი 15:
 
[[კატეგორია:ოსური მითები]]
 
[[კატეგორია:ოსური მითები]]
 
[[კატეგორია:ამირანის ორეულები]]
 
[[კატეგორია:ამირანის ორეულები]]
 +
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 +
[[კატეგორია:მითიური გმირები]]

14:13, 27 ივნისი 2017-ის ვერსია

ბათრაძი – ოსური მითოლოგიის გმირი, ამირანის ორეული. ადამიანთა საკეთილდღეოდ დევებთან მებრძოლი ბათრაძი დედის მუცლიდან ცეცხლივით გავარვარებული დაიბადა და ზეციურმა მჭედელმა ქურდალაგონმა ზღვაში გამოაწრთო, ამიტომაც მისი მომრევი არავინ იყო ქვეყანაზე. გაბუდაყებულმა ბათრაძმა ანგელოზებს და წმიდანებს დაუწყო ბრძოლა. მისგან შეწუხებული ანგელოზები შეიკრიბნენ ღვთის კარზე და შესჩივლეს გამჩენს თავიანთი გასაჭირი. მაგრამ რაკი ბათრაძი ღვთის გაჩენილი არ იყო, ღმერთს მისი მოკვდინებით დასჯა არ შეეძლო. მაშინ მის დასამარცხებლად ასეთი ხერხი იხმარა: ცაში მასთან გასაჯიბრებლად მიმავალ ბათრაძს ღმერთმა დედამიწის წონის გუდა დაუგდო წინ. ბათრაძმა არ იკადრა ცხენიდან ჩამოქვეითება და მათრახის წვერით სცადა მისი აღება. სცადა აწევა, მაგრამ გუდა ისეთი მძიმე გამოდგა, რომ მისი აწევის ნაცვლად, ბათრაძის ცხენი მიწაში მუცლამდე ჩაეფლო. იმდენი ეწვალა ამ საკვირველ გუდას, რომ მათრახის ტარიც კი გადაუტყდა. ახლა კი იკადრა გაწბილებულმა გმირმა ცხენიდან ჩამოსვლა და ახლა ხელით დაეჭიდა გუდას, მიწას კი ოდნავ ააცილა, მაგრამ თავად მუხლებამდე ჩაეფლო მიწაში. რომ ვერაფერს გახდა, მიატოვა გუდა და გზა განაგრძო. ახლა ღმერთმა ოქროს მაფის გორგალი ჩამოაგდო და წინ დაახვედრა ბათრაძს. გამომადგება ეს გორგალიო, გაიფიქრა ბათრაძმა და ასაღებად დასწვდა მას. დასწვდა კი, მაგრამ ძვრაც ვერ უყო. ჩამოხდა ცხენიდან, ხელით დაეჭიდა, მაგრამ უშედეგოდ: გორგალი ადგილიდან არ იძვროდა. მოეშვა უძლეველი გმირი გორგალს და განაგრმო გზა. გზაზე შვიდი ვასთირჯი (ასე უწოდებენ ოსები წმიდა გიორგის) და შვიდი ვაცილა (წმიდა ელია) შემოხვდა. გორგალზე გაბრაზებულმა ბათრაძმა ძალა მოიცა და დახოცა სამი ვასთირჯი და სამი ელია, დანარჩენები გაიქცნენ და ღვთის კარს შეეფარნენ. იჩივლეს: ან ჩვენ ან ბათრაძიო. ღმერთმა გამოუცხადა მათ, რომ ბათრაძი თუ თავისი დღით არ მოკვდა, მის მოკვლას ვერავინ შეძლებსო. ურჩია, წასულიყვნენ მზესთან, ეთხოვათ, რომ ერთი წლის მხურვალება დაეთმო მათთვის. ეახლნენ მზეს და მანაც გამოიმეტა ერთი წლის მცხუნვარება. გაიტყუეს ბათრაძი ერთ ტრიალ მინდორზე და ტყვიები დააყარეს. ბათრაძი ისხლეტდა ტყვიებს, ვერაფერი დააკლეს, თავად კი კიდევ სამი ვასთირჯი და სამი ვაცილა ჩამოაგდო ღმერთმა მიწაზე.

ამ დროს მზემ დააცხუნა ერთი წლის მცხუნვარებით, ბათრაძი გავარვარდა და მდინარისკენ გაიქცა გასაგრილებლად. მდინარის წყალი ამომშრალი დახვდა – ღმერთს ამოეშრო. მზემ მცხუნვარება მოუმატა და ბათრაძი სულ ნაკვერცხლად გადაიქცა. როცა ქურდალაგონი აწრთობდა ბათრაძს, ერთი ნაწლავი უწრთობი დარჩა მუცელში, სწორედ ეს ნაწლავი გადაეწვა ბათრაძს და მოკვდა.

ასე დაისაჯა გაბუდაყებული ბათრაძი. სიკვდილის წინ ბათრაძს სამი ცრემლი გადმოუვარდა და იქ, სადაც ეს ცრემლები დაეცა, სამი ტაძარი აღიმართა: მთავარანგელოზის, მიქელ-გაბრიელის და რეკომის.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები