ებანოიძე ზაალ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Zaal ebanoidze.PNG|thumb|ზაალ ებანოიძე]]
 
[[ფაილი:Zaal ebanoidze.PNG|thumb|ზაალ ებანოიძე]]
'''ებანოიძე ზაალ''' – (1939), პოეტი.  დაიბადა სოფელ დიმში ([[ბაღდათი]]). 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1957 წელს პირველი ლექსები გამოაქვეყნა; 1973 წელს გამოიცა მისი პირველი კრებული – „ლექსები”; ავტორია პოეტური კრებულებისა: „მთვარის კელაპტარი“ (1977), „წვიმის შვილი“ (1979), „იწყება აღმართი” (1981), „ხატი მამული” (1985), „ციდან დასარეკი ზარები” (1986), „მარადიული რთველი” (1989), პოემები (1990), რჩეული (2008), „70 ლექსი” (2009); ავტორია, აგრეთვე, საბავშვო ლექსებისა; მისი პოეზია გამოირჩევა ვერსიფიკაციული თავისთავადობით და მრავალფეროვნებით.
+
'''ებანოიძე ზაალ''' – (1939), პოეტი.  დაიბადა სოფელ დიმში ([[ბაღდათი]]). 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1957 წელს პირველი [[ლექსი|ლექსები]] გამოაქვეყნა; 1973 წელს გამოიცა მისი პირველი კრებული – „ლექსები”; ავტორია პოეტური კრებულებისა: „მთვარის კელაპტარი“ (1977), „წვიმის შვილი“ (1979), „იწყება აღმართი” (1981), „ხატი მამული” (1985), „ციდან დასარეკი ზარები” (1986), „მარადიული რთველი” (1989), პოემები (1990), რჩეული (2008), „70 ლექსი” (2009); ავტორია, აგრეთვე, საბავშვო ლექსებისა; მისი [[პოეზია]] გამოირჩევა ვერსიფიკაციული თავისთავადობით და მრავალფეროვნებით.
  
  

მიმდინარე ცვლილება 15:46, 29 ივლისი 2025 მდგომარეობით

ზაალ ებანოიძე

ებანოიძე ზაალ – (1939), პოეტი. დაიბადა სოფელ დიმში (ბაღდათი). 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1957 წელს პირველი ლექსები გამოაქვეყნა; 1973 წელს გამოიცა მისი პირველი კრებული – „ლექსები”; ავტორია პოეტური კრებულებისა: „მთვარის კელაპტარი“ (1977), „წვიმის შვილი“ (1979), „იწყება აღმართი” (1981), „ხატი მამული” (1985), „ციდან დასარეკი ზარები” (1986), „მარადიული რთველი” (1989), პოემები (1990), რჩეული (2008), „70 ლექსი” (2009); ავტორია, აგრეთვე, საბავშვო ლექსებისა; მისი პოეზია გამოირჩევა ვერსიფიკაციული თავისთავადობით და მრავალფეროვნებით.


აღარ ისმის „რაშო-რერა”...
აღარ ისმის „რაშო-რერა”,
– სანატრელი ხმები
და გსურს საფრთხის აშორება
მეტაფორულ თქმებით.
ჩაძირული ცხადი ძილში
მიზეზია სიზმრის
არც რო – სიურეალიზმი,
არც რო – ფუტურიზმი.
იწყებ: „თუმცა” ანდა „თურმე”
სიტყვას სმენით ირჩევ;
აფსუს, რა დროს აფათურებს
ხელებს სულში ნიცშე.
სევდა უფრო გემატება
და მძიმდება თვალი,
იწვის ცაში კელაპტრებად
ჩინარები ჭალის.
ზოგჯერ – მესენაკე ბერი,
ზოგჯერ – სისხლის მონა,
შენსას ჭრი და შენსას მღერი,
შენი ადლით ზომავ.
მაგრამ, მაინც დუმხარ, სადაც
დევს სასაზღვრო ზოლი
და გზა გადის უფალსა და
ზარატუსტრას შორის.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები