მიმოსა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მიმოსა (მიმი)''' – (ბერძნ. mimos – მიმბაძველი, ვბაძავ) – წარმოდგენი...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''მიმოსა (მიმი)''' – (ბერძნ. mimos – მიმბაძველი, ვბაძავ) – წარმოდგენის განსაკუთრებული სახეობა [[ანტიკური თეატრი|ანტიკურ თეატრში]], ყოფითი და სატირული შინაარსის პატარა სცენები. აღმოცენდა ძველ საბერძნეთში მე-5 ს. ძვ.წ. როგორც იმპროვიზაციული სახალხო [[დრამა]]. პოეტებმა სოფრონმა და ქსენარხმა ბერძნულ მიმოსს შესძინეს ლიტერატურული ფორმა. [[ელინიზმი]]ს ეპოქაში (4-3 სს. ძვ.წ.) მიმოსი ფართოდ გავრცელდა ახლო აღმოსავლეთში. ძვ.წ. მე-3 ს. ბოლოს, იტალიის სამხრეთში მყოფი ბერძნული კოლონიების გავლენით, მიმოსი ვრცელდება რომშიც და ზენიტს აღწევს პოეტების დეციმუს ლაბერიუსის და პუბლილიუს სირუსის შემოქმედებაში (1 ს. ძვ.წ.). რომის იმპერიის ხანაში მიმოსი იქცა წამყვან თეატრალურ [[ჟანრი|ჟანრად]]. მიმოსი არსებობდა [[ბიზანტია]]შიც, ვიდრე მე-7 ს. ა.წ არ აიკრძალა როგორც ეშმაკეული სანახაობა.
+
'''მიმოსა (მიმი)''' – (ბერძნ. mimos – მიმბაძველი, ვბაძავ) – წარმოდგენის განსაკუთრებული სახეობა [[ანტიკური თეატრი|ანტიკურ თეატრში]], ყოფითი და სატირული შინაარსის პატარა სცენები. აღმოცენდა ძველ საბერძნეთში მე-5 ს. ძვ.წ. როგორც იმპროვიზაციული სახალხო [[დრამა]]. პოეტებმა სოფრონმა და ქსენარხმა ბერძნულ მიმოსს შესძინეს ლიტერატურული ფორმა. [[ელინიზმი]]ს ეპოქაში (4-3 სს. ძვ.წ.) მიმოსი ფართოდ გავრცელდა ახლო აღმოსავლეთში. ძვ.წ. მე-3 ს. ბოლოს, იტალიის სამხრეთში მყოფი ბერძნული კოლონიების გავლენით, მიმოსი ვრცელდება რომშიც და ზენიტს აღწევს პოეტების [[დეციმუს ლაბერიუსი]]ს და [[პუბლილიუს სირუსი]]ს შემოქმედებაში (1 ს. ძვ.წ.). რომის იმპერიის ხანაში მიმოსი იქცა წამყვან თეატრალურ [[ჟანრი|ჟანრად]]. მიმოსი არსებობდა [[ბიზანტია]]შიც, ვიდრე მე-7 ს. ა.წ არ აიკრძალა როგორც ეშმაკეული სანახაობა.
  
მიმოსის პერსონაჟები იყვნენ მონები, მაჭანკლები, კახპები, ანუ ყველაზე დაბლა მდგომი სოციალური ფენის წარმომადგენლები. მიმოსი შედგებოდა პატარ-პატარა სიუჟეტური სცენებისაგან კომიკური მონოლოგებით (ე.წ. „პეგნიები“ ხუმრობანი) და დიალოგებით („მიმოლოგია“), სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა ლექსი და პროზა. არსებობდა, აგრეთვე, ვოკალური მიმოსი („მიმოდია“), რომელშიც ჩართული იყო [[ცეკვა]]ც. მიმოსებს თამაშობდნენ [[ქუჩა|ქუჩებში]], [[მოედანი|მოედნებზე]], მდიდართა [[სახლი|სახლებში]], მოგვიანებით კი – [[სცენა]]ზე. მსახიობები თამაშობდნენ ნიღბის გარეშე. ანტიკური [[დრამა|დრამის]] სხვა სახეობათაგან განსხვავებით, მიმოსში პირველად გამოჩნდნენ ქალი-მსახიობებიც. მიმოსების წარმოდგენას ხშირად თან სდევდა [[აკრობატი|აკრობატების]] და ილუზიონისტების გამოსვლები. იმპერიის ხანაში მიმოსი გადაიქცა დიდ [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესა]]დ რთული და თავშესაქცევი, უპირატესად სასიყვარულო-ავანტიურული სიუჟეტით. მოქმედ პირთა შორის ჩნდებიან მითოლოგიური პერსონაჟები – ღმერთები და გმირები. ვითარდება წარმოდგენების გარეგნული, სანახაობითი მხარე, მასში მონაწილეობენ გაწვრთნილი ცხოველებიც.
+
მიმოსის პერსონაჟები იყვნენ მონები, მაჭანკლები, კახპები, ანუ ყველაზე დაბლა მდგომი სოციალური ფენის წარმომადგენლები. მიმოსი შედგებოდა პატარ-პატარა სიუჟეტური სცენებისაგან კომიკური [[მონოლოგი|მონოლოგებით]] (ე.წ. „პეგნიები“ ხუმრობანი) და დიალოგებით („მიმოლოგია“), სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა ლექსი და პროზა. არსებობდა, აგრეთვე, ვოკალური მიმოსი („მიმოდია“), რომელშიც ჩართული იყო [[ცეკვა]]ც. მიმოსებს თამაშობდნენ [[ქუჩა|ქუჩებში]], [[მოედანი|მოედნებზე]], მდიდართა [[სახლი|სახლებში]], მოგვიანებით კი – [[სცენა]]ზე. მსახიობები თამაშობდნენ ნიღბის გარეშე. ანტიკური [[დრამა|დრამის]] სხვა სახეობათაგან განსხვავებით, მიმოსში პირველად გამოჩნდნენ ქალი-მსახიობებიც. მიმოსების წარმოდგენას ხშირად თან სდევდა [[აკრობატი|აკრობატების]] და ილუზიონისტების გამოსვლები. იმპერიის ხანაში მიმოსი გადაიქცა დიდ [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესა]]დ რთული და თავშესაქცევი, უპირატესად სასიყვარულო-ავანტიურული სიუჟეტით. მოქმედ პირთა შორის ჩნდებიან მითოლოგიური პერსონაჟები – ღმერთები და გმირები. ვითარდება წარმოდგენების გარეგნული, სანახაობითი მხარე, მასში მონაწილეობენ გაწვრთნილი ცხოველებიც.
  
 
მიმოსმა გარკვეული ზეგავლენა იქონია ბერძნულ და რომაულ ლიტერატურაზე. მისი გავლენა აშკარად გამოსჭვივის შუა საუკუნეების [[ფარსი|ფარსში]] და [[კომედია დელ’არტე|კომედია დელ არტეში]].
 
მიმოსმა გარკვეული ზეგავლენა იქონია ბერძნულ და რომაულ ლიტერატურაზე. მისი გავლენა აშკარად გამოსჭვივის შუა საუკუნეების [[ფარსი|ფარსში]] და [[კომედია დელ’არტე|კომედია დელ არტეში]].

მიმდინარე ცვლილება 12:28, 31 ივლისი 2025 მდგომარეობით

მიმოსა (მიმი) – (ბერძნ. mimos – მიმბაძველი, ვბაძავ) – წარმოდგენის განსაკუთრებული სახეობა ანტიკურ თეატრში, ყოფითი და სატირული შინაარსის პატარა სცენები. აღმოცენდა ძველ საბერძნეთში მე-5 ს. ძვ.წ. როგორც იმპროვიზაციული სახალხო დრამა. პოეტებმა სოფრონმა და ქსენარხმა ბერძნულ მიმოსს შესძინეს ლიტერატურული ფორმა. ელინიზმის ეპოქაში (4-3 სს. ძვ.წ.) მიმოსი ფართოდ გავრცელდა ახლო აღმოსავლეთში. ძვ.წ. მე-3 ს. ბოლოს, იტალიის სამხრეთში მყოფი ბერძნული კოლონიების გავლენით, მიმოსი ვრცელდება რომშიც და ზენიტს აღწევს პოეტების დეციმუს ლაბერიუსის და პუბლილიუს სირუსის შემოქმედებაში (1 ს. ძვ.წ.). რომის იმპერიის ხანაში მიმოსი იქცა წამყვან თეატრალურ ჟანრად. მიმოსი არსებობდა ბიზანტიაშიც, ვიდრე მე-7 ს. ა.წ არ აიკრძალა როგორც ეშმაკეული სანახაობა.

მიმოსის პერსონაჟები იყვნენ მონები, მაჭანკლები, კახპები, ანუ ყველაზე დაბლა მდგომი სოციალური ფენის წარმომადგენლები. მიმოსი შედგებოდა პატარ-პატარა სიუჟეტური სცენებისაგან კომიკური მონოლოგებით (ე.წ. „პეგნიები“ ხუმრობანი) და დიალოგებით („მიმოლოგია“), სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა ლექსი და პროზა. არსებობდა, აგრეთვე, ვოკალური მიმოსი („მიმოდია“), რომელშიც ჩართული იყო ცეკვაც. მიმოსებს თამაშობდნენ ქუჩებში, მოედნებზე, მდიდართა სახლებში, მოგვიანებით კი – სცენაზე. მსახიობები თამაშობდნენ ნიღბის გარეშე. ანტიკური დრამის სხვა სახეობათაგან განსხვავებით, მიმოსში პირველად გამოჩნდნენ ქალი-მსახიობებიც. მიმოსების წარმოდგენას ხშირად თან სდევდა აკრობატების და ილუზიონისტების გამოსვლები. იმპერიის ხანაში მიმოსი გადაიქცა დიდ პიესად რთული და თავშესაქცევი, უპირატესად სასიყვარულო-ავანტიურული სიუჟეტით. მოქმედ პირთა შორის ჩნდებიან მითოლოგიური პერსონაჟები – ღმერთები და გმირები. ვითარდება წარმოდგენების გარეგნული, სანახაობითი მხარე, მასში მონაწილეობენ გაწვრთნილი ცხოველებიც.

მიმოსმა გარკვეული ზეგავლენა იქონია ბერძნულ და რომაულ ლიტერატურაზე. მისი გავლენა აშკარად გამოსჭვივის შუა საუკუნეების ფარსში და კომედია დელ არტეში.


[რედაქტირება] წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები