რიტორული მიმართვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''რიტორული მიმართვა''' – პოეტური ფიგურის სახეობა, რომელშიაც ყ...) |
16:08, 31 ივლისი 2025-ის ვერსია
რიტორული მიმართვა – პოეტური ფიგურის სახეობა, რომელშიაც ყურადღება გადატანილია მიმართვის ობიექტზე. მიმართვის საგანი შეიძლება იყოს როგორც კონკრეტული, ისე განყენებული საგნები და მოვლენები. მაგალითად:
- სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდეს!
- ხალხნო და ჯამაათნო!
- ჰოი, მთაწმიდავ, მთაო წმიდავ, ადგილნი შენნი…
რიტორული მიმართვა უშუალო მოპასუხეს არ გულისხმობს.