სინონიმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სინონიმი''' – (ბერძნ. თანამოსახელე), სხვადასხვა ბგერითი შედგ...)
 

მიმდინარე ცვლილება 15:10, 1 აგვისტო 2025 მდგომარეობით

სინონიმი – (ბერძნ. თანამოსახელე), სხვადასხვა ბგერითი შედგენილობისა და ერთი და იგივე მნიშვნელობის სიტყვები. მაგალითად, გიჟი და ხელი.

არსებობს სრული (აბსოლუტური) და შედარებითი (რელატიური) სინონიმები. აბსოლუტური სინონიმები შინაარსობრივად სავსებით ერთი და იგივეა. მაგ:. ხანჯალ-სატევარი, შედარებით სინონიმებს კი ასეთი სრული იგივეობა არ ახასიათებს, მაგ: გალობა – სიმღერა, ხოტბა – ქება. დუმილი – სიჩუმე.

სინონიმის მეშვეობით მწერალი აღწევს გამოსახვის მეტ სიზუსტეს, სიღრმეს, ემოციურ ხაზგასმას; ამგვარ სიტყვათა ზომიერი ხმარება მხატვრულ მეტყველებას უფრო მდიდრულსა და მრავალფეროვანს ხდის.


ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს.
(შ. რუსთაველი)


რა საამური დრო არის,
რა საამური წამია!
(ვაჟა)


„დღითიდღე გაღონიერებელი სიცივისაგან უფრო და უფრო იკრუნჩხებოდა, იკუმებოდა ყოველიფერი, სადღაც იპარებოდა და დამალვას ცდილობდა, გარეთ გამოხედვას ერიდებოდა“.

(დ. კლდიაშვილი).


[რედაქტირება] წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები