შარადა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
15:49, 4 აგვისტო 2025-ის ვერსია
შარადა – (ფრანგ.), გამოცანა, ძირითადად ლექსად დაწერილი, რომელიც ჩვეულებრივი გამოცანისაგან განსხვავებით, ემყარება სხვადასხვა სიტყვის ნაწილთა ერთ სიტყვად გაერთიანების პრინციპს. ამიტომ შარადაში გამოსაცნობი სიტყვა დაყოფილია ცალკეულ ასოებად ან ასოთა კომპლექსებად, ხოლო ისინი გადმოცემულია სხვადასხვა, აგრეთვე გამოსაცნობ, ზოგჯერ უშუალოდ მოხსენებულ საგანთა ან სიტყვათა ნაწილების მეშვეობით.