ჰაგიოგრაფია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჰაგიოგრაფია''' − (ბერძ. άγιος — „წმინდანი“ და γράφω — „ვწერ“), საე...)
 

მიმდინარე ცვლილება 10:55, 5 აგვისტო 2025 მდგომარეობით

ჰაგიოგრაფია − (ბერძ. άγιος — „წმინდანი“ და γράφω — „ვწერ“), საეკლესიო მწერლობის ყველაზე პოპულარული დოკუმენტური ეპიკური ჟანრი, რომელიც მოიცავს ქრისტიან მოღვაწეთა ცხოვრება-მარტვილობის აღწერას, ამ ჟანრის თხზულებებს უმეტესად „მოწამის“ თანამედროვენი ან უახლოესი ხანის მოღვაწენი წერდნენ. ზოგჯერ ავტორები მოთხრობილი ამბების მონაწილენიც კი იყვნენ. ჰაგიოგრაფი მწერლები არ იფარგლებოდნენ მარტოოდენ წმინდანთა ცხოვრების აღწერით; ისინი ძალზე მდიდარსა და საინტერესო ცნობებს იძლევიან მაშინდელი კულტურული, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიური ვითარების შესახებაც.

უმეტესი ნაწილი ჰაგიოგრაფიული ლიტერატურისა ანონიმურია, ხოლო ბევრი მათგანი − უთარიღო. არის შემთხვევები, როდესაც თხზულების პოპულარიზაციის მიზნით, ნამდვილი ავტორის ნაცვლად ესა თუ ის ცნობილი საეკლესიო პირია მოხსენებული.

ქართული ორიგინალური ჰაგიოგრაფიის საუკეთესო ნიმუშებია: იაკობ ცურტაველის „მარტვილობაჲ შუშანიკისი“. იოანე საბანისძის „მარტვილობაჲ ჰაბოისჲ". გიორგი მერჩულეს „ცხოვრებაჲ გრიგოლ ხანძთელისაჲ“, ბესარიონ ზარზმელის „ცხოვრებაჲ სერაპიონ ზარზმელისაჲ“ და სხვ.


[რედაქტირება] წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები