სულაკაური არჩილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 29: ხაზი 29:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
 
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
[[კატეგორია:შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურიატები‏‎ ]]
+
[[კატეგორია:რუსთაველის პრემიის ლაურეატები]]‏‎
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:სულაკაურები]]
 
[[კატეგორია:სულაკაურები]]

14:03, 5 აგვისტო 2025-ის ვერსია

არჩილ სულაკაური

სულაკაური არჩილ – (1927 – 1997), ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა თბილისში. 1951 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1957-1970 წლებში მუშაობდა ჟურნალ „მნათობში“ განყოფილების გამგედ, შემდეგ პასუხისმგებელ მდივნად, 1971-1981 წლებში – გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორად, 1981 წლიდან კი – ჟურნალ „მნათობის“ მთავარ რედაქტორად. მისი პირველი ლექსები 1946 წელს „ლიტერატურულ გაზეთში“ დაიბეჭდა. მას ეკუთვნის პოეტური კრებულები: „ჩემი ქუჩის დღესასწაული“ (1956), „საგზალი“ (1959), „ოთხივე მხრიდან“ (1975), „სიჩუმე“ (1978), „ლექსები“ (1980) და არაერთი პროზაული ნაწარმოები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


ელენე ახვლედიანს
ო, როგორ უნდა, თქვენს ნახატს ჰგავდეს
ამ სახლს, აივანს, დათოვლილ კრამიტს,
ხოლო მე ცისფერ ნამქერში ვჩანდე
სულ ერთი წუთით ან ერთი წამით.
ძველ სახლებს შერჩათ თავისი სევდა,
ძველ ქუჩებს მიაქვთ დარდი თავისთვის,
რომელსაც ვხედავთ, ანდა ვერ ვხედავთ,
რასაც განვიცდით, ან ვერ განვიცდით.
თოვს, ქალბატონო! და ჩუმი თოვლი _
ეს დაწეწილი ჩემი ფიქრია,
წარმავალობა ამ წუთისოფლის
უკვდავ ფერებად რომ დაგიღვრიათ.
იასამნების, იის, იელის
თოვლი ჩემს სულშიც მინდა ჩავტოვო...
თოვს, ქალბატონო! რა მშვენიერი
თოვლი მოსულა, ო, ქალბატონო!
ამ ქუჩას უნდა, თქვენს ნახატს ჰგავდეს.
ამ სახლს, აივანს, დათოვლილ კრამიტს,
ხოლო მე ცისფერ ნამქერში ვჩანდე
სულ ერთი წუთით ან ერთი წამით.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები