ირემაშვილი იოსებ
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016. | ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016. | ||
| − | |||
| − | |||
==იხილე აგრეთვე== | ==იხილე აგრეთვე== | ||
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00011757/ სოსო ირემაშვილი] | [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00011757/ სოსო ირემაშვილი] | ||
| + | ==წყარო== | ||
| + | [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია: საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] | [[კატეგორია: საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] | ||
[[კატეგორია: სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]] | [[კატეგორია: სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:17, 11 აგვისტო 2025 მდგომარეობით
ირემაშვილი იოსებ გიორგის ძე - (1879, სოფ. ურბნისი - 1944, ბერლინი) - პედაგოგი, პოლიტიკოსი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
სარჩევი |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1894 დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია, რის შემდეგაც სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. მისი დასრულების შემდეგ პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა. 1901 წლიდან გორის სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო. მისი მოთხრობები იბეჭდებოდა: „ხომლში“, „ნაპერწკალში“, „ახალ აზრში“, „ჩვენ გაზეთში“ და სხვა გამოცემებში. 1911 წლის ი. ირემაშვილი იაკობ გოგებაშვილმა საკუთარი ხარჯით გაგზავნა კიევში სასწავლებლად, სადაც დაამთავრა კომერციული ინსტიტუტი და საქართველოში დაბრუნდა.
1917 წელს ი. ირემაშვილი თბილისის სასულიერო სემინარიაში მასწავლებლობას შეუდგა. დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში იყო დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან და დუშეთის კომისარი. 1922 წელს ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და სხვა სოციალ-დემოკრატებთან ერთად ქვეყნიდან გაასახლეს. ემიგრაციაში ყოფნისას დაწერა წიგნი „სტალინი და საქართველოს ტრაგედია“, რომელშიც მწვავედ აკრიტიკებდა თავის ყოფილ მეგობარსა და თანამოაზრეს ი. სტალინს.
ნოდარ ჩხაიძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016.
[რედაქტირება] იხილე აგრეთვე
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი