დარდანოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ბერძნული მითები]] | [[კატეგორია:ბერძნული მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
16:46, 28 ივნისი 2017-ის ვერსია
დარდანოსი – (ბერძნ.) ზევსისა და პლეადა ელექტრას ძე, დარდანიდების მამამთავარი.
დარდანოსი ფრიგიაში, იდას მთის მისადგომებთან მოსახლე ხალხს განაგებდა. მოგვიანებით ამ ადგილს რამდენიმე სახელით მოიხსენიებდნენ: დარდანია, ტროა, ილიონი. ასე შეერქვა მას დარდანოსის ჩამომავალ მეფეთა სახელების მიხედვით (დარდანოსი, ტროსი, ილოსი) და რამდენადაც რომაელთა მოდგმის ფუძემდებლად ენეასს მიიჩნევდნენ, დარდანოსს რომშიც სცემდნენ პატივს, ვითარცა შორეულ წინაპარს.
დარდანიდები: დარდანოსი – ერიხთონიოსი – ტროსი – ილოსი – ანქისესი – ენეასი.