მიქატაძე ჯუნა
(ახალი გვერდი: ჯუნა მიქატაძე '''დიმიტრი (ჯუნა) მიქატაძე''' – (დ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მიქატაძე ჯუნა“ გადაიტანა გვერდზე „ჯუნა მიქატაძე“) |
13:24, 20 აგვისტო 2025-ის ვერსია
დიმიტრი (ჯუნა) მიქატაძე – (დ. 6 მაისი, 1932, თბილისი – გ. 2005),ქართველი მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი, საქართველოს სამხატვრო აკადემიის პროფესორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი (1989). თბილისის საპატიო მოქალაქე (1998).
დაიბადა 1932 წლის 6 მაისს თბილისში, ცნობილი სკულპტორის შოთა მიქატაძისა და არქიტექტორ ელენე მაჩაბლის ოჯახში. 1950 წელს დაამთავრა თბილისის 1 საშუალო სკოლა, 1956 წელს — სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მისი სადიპლომო ნაშრომი „სიჭაბუკე“ გამოფენილი იყო სტუდენტთა ნამუშევრების საკავშირო გამოფენაზე მოსკოვში, სადაც მაღალი შეფასება მიიღო. ამის შემდეგ ხსენებული ნამუშევარი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იქნა გამოფენილი.
1959 წელს მოქანდაკე ამთავრებს სამხატვრო აკადემიის ასპირანტურას. ასპირანტურის სადიპლომო ნამუშევარი „მზეჭაბუკი“ 1964 წელს დაიდგა თბილისში, სპორტის სასახლის წინ.
ასპირანტურის დამთავრების შემდეგ დატოვებულ იქნა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების კათედრაზე უფროს მასწავლებლად.
მონაწილეობა აქვს მიღებული შემდეგ კონკურსებში:
1. ვახტანგ გორგასალის (III პრემია)
2. შოთა რუსთაველის (II პრემია)
3. ზაქარია ფალიაშვილის (II პრემია)
მონაწილეობა აქვს მიღებული რესპუბლიკურ თუ მაშინდელ ე. წ. საკავშირო გამოფენებში.
ჯ. მიქატაძის მთავარი ნამუშევრებია: „შიშველი ქალის ფიგურა“, „მოხუცი ქალი“, „შემოდგომა“, „დიოსკურია“, „ახალგაზრდა ქალის პორტრეტი“, „შ. რუსთაველის პორტრეტი“ ორი ვარიანტი: 1 ვარიანტი მოთავსებულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, II ვარიანტი - სამხატვრო გალერეის ფონდში, „მამაკაცის ტორსი“, „მოცეკვავე“, „თბილისის ემბლემა“, „ახალგაზრდა კაცის პორტრეტი“, „გიორგი ბრწყინვალე“ (ცხენოსანი ფიგურა), „წმინდა გიორგი“ (ცხენოსანი ფიგურა).
ჯუნა მიქატაძე გადაღებულია ფილმებში: „კუჩხი ბედინერი“ და „ოტელო“.
წყარო