ანანიაშვილი ნინო
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Nino ananiaSvili.PNG|thumb|160პქ|ნინო ანანიაშვილი ]] | [[ფაილი:Nino ananiaSvili.PNG|thumb|160პქ|ნინო ანანიაშვილი ]] | ||
| − | '''ნინო ანანიაშვილი''' − (28.VIII. 1963, [[თბილისი]] | + | '''ნინო ანანიაშვილი''' − (28.VIII. 1963, [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] ბალერინა. [[საქართველო]]ს (1983) და [[რუსეთის ფედერაცია|რუსეთის ფედერაციის]] (1995) სახალხო არტისტი. [[შოთა რუსთაველის სახელობის პრემია|შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის]] ლაურეატი (1992). ბალეტის-მსახიობთა ბულგარეთის (ვარნა, 1980, I პრემია, ოქროს მედალი), მოსკოვის IV საერთაშორისო (1981, გრან-პრი) და V საერთაშორისო (1985, I პრემია ოქროს მედალი), [[აშშ]] (ჯეკსონი, მისისიპის შტატი, 1986, გრან-პრი და ოქროს მედალი) კონკურსების ლაურეატი. რუსეთის დამოუკიდებელი პრემიის „ტრიუმფის“ მფლობელი (1993), [[იტალია|იტალიის]] სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენი (2011) და სხვ. |
| − | + | დაიბადა თბილისში 1963 წლის 19 მარტს. დედა ― ლია გოგოლაშვილი — ფილოლოგია, მამა ― გედევან (ვახტანგ) ანანიაშვილი ― გეოლოგი. 1969-1972 წლებში თბილისის განათლების სამინისტროსთან არსებული ყინულზე ფიგურული სრიალის სკოლის მოსწავლეა. აქ იგი ხდება ორგზის ჩემპიონი უმცროსი ასაკის მოსწავლეთა შორის. აქვე ეუფლება საბალეტო ხელოვნების ანბანს საქართველოს სსრ | |
| + | დამსახურებული არტისტის ა. დვალის ხელმძღვანელობით და მისივე დაჟინებული თხოვნით თბილისის 53-ე საშუალო სკოლიდან ვ. ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გადადის. 1973-1976 წლებში იგი აქ საქართველოს სსრ დამსახურებული პედაგოგის თ. ვიხოდცევას კლასში სწავლობს. 1977 წელს ნინო სასწავლებლად მოსკოვის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ აკადემიაში გადადის. აქ მისი პედაგოგია რესეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი ნ. ზოლოტოვა. 1981 წელს ნინო წარჩინებით ამთავრებს ქორეოგრაფიულ აკადემიას და იმავე წელს იწვევენ რუსეთის სახელმწიფო [[დიდი თეატრი|დიდ თეატრში]]. 1985-2004 ამავე თეატრის პრიმა-ბალერინა, აგრეთვე ამერიკის საბალეტო თეატრის („ნიუ-იორკ −სიტი ბალე“, [[ბალანჩინი ჯორჯ|ჯ. ბალანჩინი]]ს თეატრი), ინგლისი („კოვენტ-გარდენი“), დანიის სამეფო თეატრის და სანკტ-პეტერბურგის [[მარიას თეატრი]]ს მიწვეული პრიმა ბალერინაა. | ||
| + | |||
| + | '''სპექტაკლები და მცირე საცეკვაო მინიატურები:'''<br /> | ||
| + | „გედის ტბა“, „ჟიზელი“, „მძინარე მზეთუნახავი“, „რაიმონდა“, „შჩელკუნჩიკი“, „დონ კიხოტი“, „ბაიადერკა“, „პახიტა“, „კორსარი“, „კონკია“, „ოქროს ხანა“, „სილფიდა“, „რომეო და ჯულიეტა“ (ლ. ლავროვსკის, ი. გრიგოროვიჩისა და კ. მაკმილანის დადგმები), „ანა კარენინა“, „ხის პრინცი“, „პატარა უფლისწული“, „კოპელია“, „ინდური პოემა“, „ამაო სიფრთხილე“, „პაგოდის პრინცი“, „ნეაპოლი“, „დღესასწაული ჯენცანოში“, „სერენადა“, „აპოლონ მუსაგეტი“, „ბროლის სასახლე“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „მანონი“, „მლადა“ ([[ოპერა-ბალეტი]]). | ||
| + | |||
| + | მინიატურები: „მომაკვდავი გედი“, „ვარდის მოჩვენება“, „დუეტი“, „რუბაი“, „განწყობა“, „სიჭაბუკე“. | ||
| + | |||
| + | ნინო ანანიაშვილს [[იაპონია]]მ გადაუხადა დიდი თეატრის სცენაზე მოღვაწეობის ათი წლისთავი, სადაც მის გარდა მონაწილეობდნენ იუბილარის მიერ შერჩეული, მსოფლიოში ცნობილი ბალეტის ვარსკვლავები [[აშშ]]-დან, [[საფრანგეთი]]დან, [[დანია|დანიიდან]], [[გერმანია|გერმანიიდან]], სანკტ-პეტერბურგიდან, მოსკოვიდან. კონცერტებს იაპონელებმა შეარქვეს „ნინო ანანიაშვილი და მსოფლიოს ბალეტის ვარსკვლავები“. | ||
| + | |||
| + | ამ ეგიდით კონცერტები გაიმართა მოსკოვსა (1994) და თბილისში (1995). | ||
| + | |||
| + | ნინო ანანიაშვილი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან პირველი მოცეკვავეა, რომელიც მიიწვიეს „ნიუიორკ სიტი ბალეტში“ ([[ჯორჯ ბალანჩინი]]ს თეატრი), დიდი ბრიტანეთის სამეფო თეატრში („კოვენტ-გარდენი“) და დანიის სამეფო თეატრში, სადაც მან ადგილობრივ დასებთან ერთად მთავარი პარტიები შეასრულა ჯ. ბალანჩინის, ფ. ეშტონის, კ. მაკმილანისა და ბურნოვილის საბალეტო სპექტაკლებში. | ||
| + | |||
| + | ნინო ანანიაშვილი გადაღებულია მხატვრულ ფილმებში „აურზაური სალხინეთში“ (რეჟ. [[ღოღობერიძე ლანა|ლ. ღოღობერიძე]]) და ფილმ-ბალეტში „ფასკუნჯი“ (რეჟ. ა. ლიეპა). | ||
| + | |||
| + | 2004 წლიდან ნინო ანანიაშვილი ხელმძღვანელობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს. | ||
| + | |||
| + | 2012 წელს თბილისში, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავების მონაწილეობით, აღინიშნა ნინო ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლის იუბილე. | ||
| − | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | + | * [[რუსთაველის პრემიის ლაურეატები]] |
| + | * [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ქართველი ბალერინები]] | [[კატეგორია:ქართველი ბალერინები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 12:34, 22 აგვისტო 2025 მდგომარეობით
ნინო ანანიაშვილი − (28.VIII. 1963, თბილისი), ქართველი ბალერინა. საქართველოს (1983) და რუსეთის ფედერაციის (1995) სახალხო არტისტი. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1992). ბალეტის-მსახიობთა ბულგარეთის (ვარნა, 1980, I პრემია, ოქროს მედალი), მოსკოვის IV საერთაშორისო (1981, გრან-პრი) და V საერთაშორისო (1985, I პრემია ოქროს მედალი), აშშ (ჯეკსონი, მისისიპის შტატი, 1986, გრან-პრი და ოქროს მედალი) კონკურსების ლაურეატი. რუსეთის დამოუკიდებელი პრემიის „ტრიუმფის“ მფლობელი (1993), იტალიის სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენი (2011) და სხვ.
დაიბადა თბილისში 1963 წლის 19 მარტს. დედა ― ლია გოგოლაშვილი — ფილოლოგია, მამა ― გედევან (ვახტანგ) ანანიაშვილი ― გეოლოგი. 1969-1972 წლებში თბილისის განათლების სამინისტროსთან არსებული ყინულზე ფიგურული სრიალის სკოლის მოსწავლეა. აქ იგი ხდება ორგზის ჩემპიონი უმცროსი ასაკის მოსწავლეთა შორის. აქვე ეუფლება საბალეტო ხელოვნების ანბანს საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის ა. დვალის ხელმძღვანელობით და მისივე დაჟინებული თხოვნით თბილისის 53-ე საშუალო სკოლიდან ვ. ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გადადის. 1973-1976 წლებში იგი აქ საქართველოს სსრ დამსახურებული პედაგოგის თ. ვიხოდცევას კლასში სწავლობს. 1977 წელს ნინო სასწავლებლად მოსკოვის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ აკადემიაში გადადის. აქ მისი პედაგოგია რესეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი ნ. ზოლოტოვა. 1981 წელს ნინო წარჩინებით ამთავრებს ქორეოგრაფიულ აკადემიას და იმავე წელს იწვევენ რუსეთის სახელმწიფო დიდ თეატრში. 1985-2004 ამავე თეატრის პრიმა-ბალერინა, აგრეთვე ამერიკის საბალეტო თეატრის („ნიუ-იორკ −სიტი ბალე“, ჯ. ბალანჩინის თეატრი), ინგლისი („კოვენტ-გარდენი“), დანიის სამეფო თეატრის და სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრის მიწვეული პრიმა ბალერინაა.
სპექტაკლები და მცირე საცეკვაო მინიატურები:
„გედის ტბა“, „ჟიზელი“, „მძინარე მზეთუნახავი“, „რაიმონდა“, „შჩელკუნჩიკი“, „დონ კიხოტი“, „ბაიადერკა“, „პახიტა“, „კორსარი“, „კონკია“, „ოქროს ხანა“, „სილფიდა“, „რომეო და ჯულიეტა“ (ლ. ლავროვსკის, ი. გრიგოროვიჩისა და კ. მაკმილანის დადგმები), „ანა კარენინა“, „ხის პრინცი“, „პატარა უფლისწული“, „კოპელია“, „ინდური პოემა“, „ამაო სიფრთხილე“, „პაგოდის პრინცი“, „ნეაპოლი“, „დღესასწაული ჯენცანოში“, „სერენადა“, „აპოლონ მუსაგეტი“, „ბროლის სასახლე“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „მანონი“, „მლადა“ (ოპერა-ბალეტი).
მინიატურები: „მომაკვდავი გედი“, „ვარდის მოჩვენება“, „დუეტი“, „რუბაი“, „განწყობა“, „სიჭაბუკე“.
ნინო ანანიაშვილს იაპონიამ გადაუხადა დიდი თეატრის სცენაზე მოღვაწეობის ათი წლისთავი, სადაც მის გარდა მონაწილეობდნენ იუბილარის მიერ შერჩეული, მსოფლიოში ცნობილი ბალეტის ვარსკვლავები აშშ-დან, საფრანგეთიდან, დანიიდან, გერმანიიდან, სანკტ-პეტერბურგიდან, მოსკოვიდან. კონცერტებს იაპონელებმა შეარქვეს „ნინო ანანიაშვილი და მსოფლიოს ბალეტის ვარსკვლავები“.
ამ ეგიდით კონცერტები გაიმართა მოსკოვსა (1994) და თბილისში (1995).
ნინო ანანიაშვილი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან პირველი მოცეკვავეა, რომელიც მიიწვიეს „ნიუიორკ სიტი ბალეტში“ (ჯორჯ ბალანჩინის თეატრი), დიდი ბრიტანეთის სამეფო თეატრში („კოვენტ-გარდენი“) და დანიის სამეფო თეატრში, სადაც მან ადგილობრივ დასებთან ერთად მთავარი პარტიები შეასრულა ჯ. ბალანჩინის, ფ. ეშტონის, კ. მაკმილანისა და ბურნოვილის საბალეტო სპექტაკლებში.
ნინო ანანიაშვილი გადაღებულია მხატვრულ ფილმებში „აურზაური სალხინეთში“ (რეჟ. ლ. ღოღობერიძე) და ფილმ-ბალეტში „ფასკუნჯი“ (რეჟ. ა. ლიეპა).
2004 წლიდან ნინო ანანიაშვილი ხელმძღვანელობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს.
2012 წელს თბილისში, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავების მონაწილეობით, აღინიშნა ნინო ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლის იუბილე.