თეოკრატია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''თეოკრატია''' - (ბერძ.) „ღმერთი“ და „ხელისუფლება“. სიტყვასიტყვით ღვთის მმართველობა, პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რომ რელიგიური ხელისუფლება უნდა პრევალირებდეს პოლიტიკურზე, ჩვეულებრივ, სახელმწიფოზე [[ეკლესია|ეკლესიის]] ბატონობის მეშვეობით.
+
'''თეოკრატია''' - (სიტყვა-სიტყვით: „ღვთის მმართველობა“). ესაა პრინციპი, რომლის მიხედვითაც სასულიერო ხელისუფლება საეროზე მაღლა უნდა
 +
იდგეს. ამგვარად, თეოკრატია ის რეჟიმია, სადაც სახელისუფლებო თანამდებობები იმისდა მიხედვით ნაწილდება, თუ რა ადგილი უკავია პიროვნებას სასულიერო იერარქიაში; საერო სახელმწიფოში კი პოლიტიკური და სასულიერო თანამდებობები მკვეთრადაა გამიჯნული.  
  
იოსებ ფლავიოსის მიერ შექმნილი [[ტერმინი]] „თეოკრატია“, აღნიშნავს სახელმწიფოს მმართველობის ისეთ ფორმას, რომელშიც საერო და [[რელიგია|რელიგიური]] ატრიბუტიკა ძალიან მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული. მართვის ძალაუფლება უშუალოდ [[ღმერთი|ღმრთისგან]] მომდინარეობს და მის მიერ არჩეული წარმომადგენლის (მღვდელმსახურის) მიერ აღსრულდება. თეოკრატიის დამახასიათებელი ელემენტია მმართველის სამღვდელმსახურებო კავშირი ღმრთაებრიობასთან. ამგვარი მმართველის [[პროტოტიპი|პროტოტიპად]] [[მოსე]] მიიჩნევა. შუა საუკუნეებში ცალკეულმა პაპებმა (გრიგოლ VII, ინოკენტი III, ბონიფაციუს VIII) ღმრთის ქალაქის ავგუსტინესეული იდეის საფუძველზე სცადეს თეოკრატიული იდეალის განხორციელება, თუმცა იმპერიის წინაღმდეგობის გამო მათი მცდელობანი ფუჭი აღმოჩნდა.
+
თეოკრატიული მმართველობის ფორმა ორი თვალსაზრისითაა არალიბერალური — უპირველესად, იგი არ ცნობს ზღვარს კერძო და საზოგადოებრივ სფეროებს შორის, ხოლო რელიგიურ კანონებსა და დოგმებს როგორც პირად, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაშიც წარმმართველად მიიჩნევს. მეორეც, იგი პრაქტიკულად
 +
უსაზღვრო ძალაუფლებას ანიჭებს პოლიტიკურ ხელისუფლებას, რამდენადაც მიწიერ ძალაუფლებას სულიერი სიბრძნიდან ნასაზრდოებად სახავს და მის საზოგადოებრივ თანხმობაზე დაფუძნებასა თუ მხოლოდ კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევას გამორიცხავს.
  
  
ხაზი 7: ხაზი 9:
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
* პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
+
* [[პოლიტიკა]]
* [[ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის]]
+
* [[ქრისტიანობის ლექსიკონი]]  
+
  
  
 
[[კატეგორია:სახელმწიფო მმართველობის ფორმები]]
 
[[კატეგორია:სახელმწიფო მმართველობის ფორმები]]
 
[[კატეგორია:რელიგია და სახელმწიფო]]
 
[[კატეგორია:რელიგია და სახელმწიფო]]

16:10, 24 სექტემბერი 2025-ის ვერსია

თეოკრატია - (სიტყვა-სიტყვით: „ღვთის მმართველობა“). ესაა პრინციპი, რომლის მიხედვითაც სასულიერო ხელისუფლება საეროზე მაღლა უნდა იდგეს. ამგვარად, თეოკრატია ის რეჟიმია, სადაც სახელისუფლებო თანამდებობები იმისდა მიხედვით ნაწილდება, თუ რა ადგილი უკავია პიროვნებას სასულიერო იერარქიაში; საერო სახელმწიფოში კი პოლიტიკური და სასულიერო თანამდებობები მკვეთრადაა გამიჯნული.

თეოკრატიული მმართველობის ფორმა ორი თვალსაზრისითაა არალიბერალური — უპირველესად, იგი არ ცნობს ზღვარს კერძო და საზოგადოებრივ სფეროებს შორის, ხოლო რელიგიურ კანონებსა და დოგმებს როგორც პირად, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაშიც წარმმართველად მიიჩნევს. მეორეც, იგი პრაქტიკულად უსაზღვრო ძალაუფლებას ანიჭებს პოლიტიკურ ხელისუფლებას, რამდენადაც მიწიერ ძალაუფლებას სულიერი სიბრძნიდან ნასაზრდოებად სახავს და მის საზოგადოებრივ თანხმობაზე დაფუძნებასა თუ მხოლოდ კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევას გამორიცხავს.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები