თეოკრატია
(→წყარო) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
* [[პოლიტიკა]] | * [[პოლიტიკა]] | ||
| − | + | [[კატეგორია:მმართველობის ფორმები]] | |
| − | + | ||
| − | [[კატეგორია: | + | |
[[კატეგორია:რელიგია და სახელმწიფო]] | [[კატეგორია:რელიგია და სახელმწიფო]] | ||
| + | [[კატეგორია:პოლიტიკური ტერმინები]] | ||
16:10, 24 სექტემბერი 2025-ის ვერსია
თეოკრატია - (სიტყვა-სიტყვით: „ღვთის მმართველობა“). ესაა პრინციპი, რომლის მიხედვითაც სასულიერო ხელისუფლება საეროზე მაღლა უნდა იდგეს. ამგვარად, თეოკრატია ის რეჟიმია, სადაც სახელისუფლებო თანამდებობები იმისდა მიხედვით ნაწილდება, თუ რა ადგილი უკავია პიროვნებას სასულიერო იერარქიაში; საერო სახელმწიფოში კი პოლიტიკური და სასულიერო თანამდებობები მკვეთრადაა გამიჯნული.
თეოკრატიული მმართველობის ფორმა ორი თვალსაზრისითაა არალიბერალური — უპირველესად, იგი არ ცნობს ზღვარს კერძო და საზოგადოებრივ სფეროებს შორის, ხოლო რელიგიურ კანონებსა და დოგმებს როგორც პირად, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაშიც წარმმართველად მიიჩნევს. მეორეც, იგი პრაქტიკულად უსაზღვრო ძალაუფლებას ანიჭებს პოლიტიკურ ხელისუფლებას, რამდენადაც მიწიერ ძალაუფლებას სულიერი სიბრძნიდან ნასაზრდოებად სახავს და მის საზოგადოებრივ თანხმობაზე დაფუძნებასა თუ მხოლოდ კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევას გამორიცხავს.