გვარიშვილი-ყურშუბაძე ნანული
(ახალი გვერდი: '''ნანული გვარიშვილი-ყურშუბაძე''' – ქართველი პოეტი, პროზაიკოს...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გვარიშვილი-ყურშუბაძე ნანული“ გადაიტანა გვერდზე „[[ნანული გვარი...) |
17:32, 6 ოქტომბერი 2025-ის ვერსია
ნანული გვარიშვილი-ყურშუბაძე – ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, დაიბადა 1953 წლის 4 დეკემბერს, ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში. 1970 წელს დაამთავრა ჩაისუბნის საშუალო სკოლა, 1974 წელს – ბათუმის სავაჭრო კოლეჯი, საბუღალტრო სპეციალობით. გავლილი აქვს სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებასთან არსებული სულიერი აღორძინებისა და ჰარმონიული განვითარების ერთწლიანი კურსები (1990).
საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრია 2010 წლის 27 ოქტომბრიდან.
მისი პირველი საყმაწვილო წიგნი (ლექსები, გამოცანები, შარადები, მეტაგრამები, ანაგრამები) გამოიცა 1993 წელს.
ავტორია წიგნებისა: „გამოცანას მოგახსენებთ“ (1993), „ირმის ნახტომი“ (1995), „სენტენციები“ (2002), „ცრემლიანი ქალი“ (რომანი, 2008), „მოლოდინი“ (2014), „ცოდნის ბილიკები“ (2018).
მუშაობდა ჩაისუბნის სკოლა-ინტერნატში მოლარე-მოანგარიშედ; ამჟამად აჭარის ტელეკომპანია („აჭარა P. S„) TV-12-ის საავტორო გადაცემის („მითი თუ რეალობა“) წამყვანია. ნანული გვარიშვილი-ყურშუბაძისა საპატიო წევრია ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია „მეჯლისისა“. ნანული გვარიშვილი-ყურშუბაძისა სახალხო მედიცინის მცოდნეა. მას, სახალხო მკურნალს, აქვს ხელდასმა, კეთილად წარმართოს ღვთის მიერ ნაბოძები ნიჭი.