ღლონტი სოფიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ღლონტი სოფიო“ გადაიტანა გვერდზე „სოფიო ღლონტი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სოფიო ღლონტი“ გადაიტანა გვერდზე „ღლონტი სოფიო“ გადამისამართე...)

16:24, 7 ოქტომბერი 2025-ის ვერსია

სოფიო ღლონტი – ქართველი მსახიობი და პოეტი. დაიბადა 1983 წლის 5 თებერვალს, ქ. ოზურგეთში. 2000 წელს დაამთავრა კოლეჯი „საერო“ (გერმანული ენის სპეციალობით), 2004 წელს – ქ. თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი (სამსახიობო ფაკულტეტი), 2006 წელს – ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა: ქ. თბილისის პანტომიმის თეატრში, ქ. რუსთავის საბავშვო თეატრის მსახიობად, გამომცემლობა „ქართული ელიტას“ ჟურნალისტად, ტელევიზია „ნტვ“-ს საავტორო გადაცემის („ანი და ჰოე") წამყვანად, ბავშვთა გასართობ ცენტრში – ანიმატორად.

გამოცემული აქვს ლექსთა კრებულები: „ზამთარგამოვლილი ბაღი“ (2012), „გოლგოთას ღამე“ (2019).

მწერალთა კავშირის წევრია 2012 წლიდან


წყარო

აჭარაში მოღვაწე თანამედროვე ქართველი მწერლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები