ცეცხლაძე შოთა
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ცეცხლაძე შოთა“ გადაიტანა გვერდზე „შოთა ცეცხლაძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შოთა ცეცხლაძე“ გადაიტანა გვერდზე „ცეცხლაძე შოთა“ გადამისამარ...) |
17:35, 7 ოქტომბერი 2025-ის ვერსია
შოთა ცეცხლაძე – ქართველი პედაგოგი, ჟურნალისტი და ფილოლოგი.დაიბადა 1940 წლის 24 აგვისტოს, შუახევის რაიონის სოფელ დარჩიძეებში.
1958 წელს დაამთავრა სოფელ ოლადაურის საშუალო სკოლა, 1965 წელს – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის სპეციალობით.
1970-1972 წლებში სწავლობდა ბაქოს პარტიულ სკოლაში და დაამთავრა იგი ჟურნალისტიკის სპეციალობით.
მწერალთა კავშირის წევრია 2018 წლიდან.
წლების განმავლობაში მუშაობდა: შუახევის რაიონის სოფელ დარჩიძეების რვაწლიანი სკოლის დაწყებითი კლასებისა და ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად (1958- 1966), საქართველოს ალკკ შუახევის რაიონული კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების გამგედ და მეორე მდივნად (1966-1969), შუახევის რაიონული რადიოგადაცემების კორესპონდენტ-ორგანიზატორად და გაზეთ „დროშის“ სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ (1969-1970), საქართველოს კპ შუახევის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორად და რაიონული საბჭოს აღმასკომის საორგანიზაციო-საინსტრუქტორო განყოფილების გამგედ (1971- -1981), სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირების შუახევის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარედ (1981-1998), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური სახელმწიფო არქივის დაგეგმარებისა და საორგანიზაციო-მეთოდური მუშაობის განყოფილების გამგედ (1999-2006).
ავტორია წიგნებისა: „შუბანი და შუბანელები“ (მონოგრაფია, 2007), „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქების, დაბების და ქუჩების ძველი და ახალი სახელწოდებები“ (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, 2008), „უკვდავი გმირობის თანაზიარი“, ტექსილის გმირის, შოთა ფუტკარაძის ცხოვრების ისტორია (2008), „ხალხური თვითმოქმედების მოამაგენი“ (2011), „რას მოგვითხრობენ საარქივო ჩანაწერები“ (1921-1937 წლების რეპრესიების შესახებ, 2011), „რა ტკბილად ჟღერს ჩემი ჩანგი“ (ბინალი ფუტკარაძის შესახებ, 2012), „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნომენკლატურულ პირთა შესახებ“ (2013), „ბედისწერა“ (რომანი, 2014), „ძმა ძმისთვისაო“ (წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობა აჭარაში, 2015), „შუბანი და შუბანელები“ (ახალი, შევსებული გამოცემა, 2019).
შოთა ცეცხლაძე მარეთის ხეობის საპატიო მოქალაქეა. მიღებული აქვს ორი მედალი, შრომითი მამაცობისათვის.