ჯაიანი ეთერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯაიანი ეთერ“ გადაიტანა გვერდზე „ეთერ ჯაიანი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ეთერ ჯაიანი“ გადაიტანა გვერდზე „ჯაიანი ეთერ“ გადამისამართება...) |
13:30, 9 ოქტომბერი 2025-ის ვერსია
ეთერ ჯაიანი – ქართველი მედმუშაკი, პოეტი, დაიბადა 1941 წლის 19 ივლისს, ხულოს რაიონის სოფელ ხიხაძირში. 1958 წელს დაამთავრა ხიხაძირის საშუალო სკოლა, 1961 წელს – ბათუმის სამედიცინო სასწავლებელი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა: ღორჯომის სასოფლო საავადმყოფოს მედდად, ხიხაძირის საუბნო საავადმყოფოში საოპერაციო დად, ხულოს ცენტრალურ საავადმყოფოში ჯერ მედდად, შემდეგ ბიოქიმიის ლაბორატორიის ლაბორანტად. მინიჭებული აქვს „ჯანდაცვის ფრიადოსნის“ წოდება.
ავტორია პოეტური კრებულებისა: „მზე ხიხანზე“ (2018), „ხიხანო, ჩემო დედაო“ (2019).
წყარო
აჭარაში მოღვაწე თანამედროვე ქართველი მწერლები [[კატეგორია:ქართველი პოეტები]