გელაძე ლევან
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გელაძე ლევან“ გადაიტანა გვერდზე „ლევან გელაძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლევან გელაძე“ გადაიტანა გვერდზე „გელაძე ლევან“ გადამისამართე...) |
16:41, 9 ოქტომბერი 2025-ის ვერსია
ლევან გელაძე – (1932-1963), ექიმი, პოეტი, პროზაიკოსი, პუბლიცისტი. დაიბადა 1932 წელს, ხულოს რაიონის სოფელ ღურტაში. 1948 წელს დაამთავრა ღურტის რვაწლიანი სკოლა, 1955 წელს – ხულოს პედაგოგიური სასწავლებელი, 1960 წელს – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (წარჩინებით) და მუშაობა დაიწყო ბათუმის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორდინატორად.
ლევან გელაძის პირველი ლექსი 1954 წელს დაიბეჭდა, პირველი ლექსთა კრებული („მაღალი მთიდან") – 1957 წელს. ამას მოჰყვა „მწვანე აკვანი“, „ნაღვერდალი“ (1959), „მზე მამულში“ (1961), „ლექსები“ (1963), „ტალღები და თოლიები“, „მონატრება“.
მოღვაწეობდა პროზაშიც. 2003 წელს დაისტამბა ლევან გელაძის „პოეზია, რომანი, პუბლიცისტიკა, მოგონება, წერილები“
იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
ლევან გელაძე სრულიად ახალგაზრდა – 31 წლის ასაკში, 1963 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა (დაიღუპა ავტოკატასტროფაში). დაკრძალულია ქალაქ ბათუმში.
სიკვდილის შემდეგ (გარდაცვალებიდან 20 წლის თავზე), 1983 წელს გამოქვეყნდა ლევან გელაძის რომანი „დღე დღევანდელი“ ეს რომანი ცხოვრების არსში წვდომით გამორჩეული ნაწარმოებია.