არურუ
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 25: | ხაზი 25: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:აქადური მითები]] | [[კატეგორია:აქადური მითები]] | ||
| − | [[კატეგორია:ქალღმერთები | + | [[კატეგორია:აქადური ქალღმერთები]] |
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
[[კატეგორია:ქალღმერთები]] | [[კატეგორია:ქალღმერთები]] | ||
11:41, 29 ივნისი 2017-ის ვერსია
არურუ – (აქად.) ქალღმერთი, რომელიც ადამიანის შექმნაში იღებს მონაწილეობას.
ერთ ტექსტში ცოცხალი არსებები ამგვარად არიან დახასიათებულნი: „არსნი, რომელიც არურუმ მოზილა“... ამ ნაწყვეტიდან ჩანს, რომ არურუ არა მხოლოდ ადამიანის, არამედ საერთოდ, ყოველი სულდგმულის შემქმნელად ითვლება. უფრო ზუსტად, არურუს მიერ არის მოზელილი მათი „მასალა“ და გაფორმებული მათი ფიზიკური სხეული. ერთი ბაბილონური მითოსის მიხედვით არურუ მარდუქთან ერთად ქმნის კაცთა მოდგმას. იგი იწოდება აგრეთვე „ღმერთების დედად“ (ან ღვთაებრივ დედად). მისი შექმნილია პირველი კაცი და შემდგომშიც ხელს უწყობს კაცთა მოდგმის გამრავლებას.
გილგამეშის ეპოსში იგი იმავე ხერხით ქმნის ენქიდუს, როგორც შექმნა პირველი კაცი: „არურუმ ხელნი განიბანა, თიხა მოზილა, ველზე დააგდო, ველზე იშვა გმირი ენქიდუ“. არურუ ანუს მიერ წინასწარ შთაგონებული ხატის მიხედვით („მოდელზე“) ძერწავს პირველ ადამიანს. მისი საქმიანობის ხასიათი გამოხატულია ეპითეტში „მეთუნეობის დედოფალი“. საფიქრებელია, რომ იგი ითვლებოდა ამ ხელობის მფარველ ღვთაებადაც.