პოლიგნოტოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პოლიგნოტოსი''' − ძვ.წ. V ს-ის უდიდესი ფერმწერი კუნძულ თასოსის ...)

12:47, 28 ოქტომბერი 2025-ის ვერსია

პოლიგნოტოსი − ძვ.წ. V ს-ის უდიდესი ფერმწერი კუნძულ თასოსის მკვიდრი, რომელმაც დიდი ღვაწლის გამო ათენის მოქალაქეობაც კი მიიღო. იგი ქმნიდა დიდ, მასშტაბურ ფრესკებს, მრავალფიგურიან კომპოზიციებს. ძველ საბერძნეთში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მის მიერ დელფოში მოხატული კნიდოსელთა ლესქე, სადაც დიდ კედელზე (9x4 მ) წარმოდგენილი იყო ორი სცენა − ტროას აღება და ოდისევსი მიცვალებულთა სამეფოში. თითოეული კომპოზიცია 70-90 ფიგურას შეიცავდა. ასევე ცნობილია, რომ მან მოგვიანებით, როდესაც უკვე ათენის მოქალაქე გახდა, სხვა ორ ფერმწერთან ერთად მოხატა სტოა, რომელმაც მოგვიანებით „პოიკილეს“ სახელი მიიღო, რაც ძველბერძნულად ჭრელს ან მოხატულს ნიშნავდა.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები