არსინოიონი კუნძულ სამოთრაკიაზე
(ახალი გვერდი: [[ფაილი:Arsinoioni.png|thumb|130პქ| <small>კ. სამოთრაკია. არსინოიონი. რეკონსტრუქც...) |
13:06, 29 ოქტომბერი 2025-ის ვერსია
არსინოიონი კუნძულ სამოთრაკიაზე – ელინიზმის ხანის საბერძნეთის საკულტო ნაგებობა კუნძლ სამოთრაკიაზე, აგებული ძვ.წ. 281 წელს ეგვიპტის მმართველის, პტოლემაიოს სოტეროსის ქალიშვილის, არსინოეს მიერ.
ნანგრევებში აღმოჩენილი წარწერიდან ირკვევა, რომ ტაძარი „დიდი ღმერთების“ სახელზე ყოფილა აგებული. მას საკმაოდ უცნაური გეგმარება ჰქონდა. ეს იყო ცილინდრული ფორმის ორიარუსიანი ნაგებობა, რომლის დიამეტრი 19 მეტრს შეადგენდა. გარედან ტაძრის ქვედა იარუსი ქვებით ნაგებ ყრუ ცილინდრს წარმოადგენდა და ცოკოლის ფუნქციას ასრულებდა 44 სვეტისაგან შემდგარი მეორე იარუსისათვის, რომელიც, თავის მხრივ, ზიდავდა საკმაოდ მასიურ ანტაბლემენტსა და მარმარილოს კონუსურ სახურავს. ექსტერიერის შესაბამისად, შიდა სივრცეც ორ იარუსად იყო დანაწევრებული; ამგვარი კომპოზიციური სტრუქტურა, უდავოდ, სიახლეს წარმოადგენდა.