გამოქვაბული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გამოქვაბული''' (ქვაბი) – თავისუფალი ადგილი (ფოსო, ღრუ) დედამიწის ქერქის ზედა ნაწილში, რომელიც დედამიწის ზედაპირს უკავშირდება ერთი ან რამდენიმე გამოსასვლელი ხვრელით (ღიობით). გამოქვაბულებს შეისწავლის სპელეოლოგია, ხოლო ხელოვნურ (ანთროპოგენურ) გამოქვაბულებსა და მიწისქვეშა ნაგებობებს (ქვასატეხი, [[შტოლნი]], საქალაქო კომუნიკაციები) – სპელესტოლოგია. წარმოშობის მიხედვით არსებობს გამოქვაბულის სახეობები: ტექტონიკური, ეროზიული, ყინულოვანი, ვულკანური და კარსტული (ყველაზე დიდი ჯგუფი).
+
'''გამოქვაბული''' (ქვაბი) – თანამედროვე ქართული ტერმინი „გამოქვაბული“ წარმოდგერა ძველი ქართული „ქვაბიდან“, რითაც აღინიშნებოდა კლდეში ადამიანის მიერ ნაკვეთი სიღრუე. გამოქვაბულების ანუ ქვაბების გამოკვეთა (გამოქვაბვა) [[საქართველო]]ს ტერიტორიაზე პირველივე საუკუნეებიდანაა ცნობილი, თუმცა, უფლისციხის მიხედვეთ თუ ვიმსჯელებთ, ასეთი დიდებული კლდემი ნაკვეთი ციხე-ქალაქის აღმშენებლებს (ანუ გამომქვაბულება) უდაოდ გარკვეული ტრადიცია უნდა ჰქონოდათ, ე. ი. შეიძლება ვიფიქროთ, რომ დღევანდელ საქართველოს ტერეტორიაზბე კლღეში გამოკვეთის ხელოვნება დაიწყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
 +
 
 +
შემდგომ საუკუნეებში გამოქვაბულების კვეთა განპირობებული იყო ომებიანი ისტორიით. ჩვენი შორეული წინაპრები იძულებულნი იყვნენ მიუდგომელ კლდეთა ქარაფებში ეკვეთათ ციხე-ქალაქები, გამოქვაბული-სახიზრები, სამზერები, მონასტრებიც კი. „და თუ დღეს ათასობით ტურისტი გაოცებული ათვალიერებს დიდებულ უფლისციხეს, კლდეში ნაკვეთ ციხე-ქალაქს, სადაც II საუკუნეში
 +
[[თეატრი]]ც კი გამოუკვეთიათ ნიჭიერ უცნობ ხუროებს, ან საქვეყნოდ სახელგანთქმულ ვარძიის გამოქვბულ სამონასტრო კომპლექსს. რომელმაც [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] [[ფრესკა]]ც კი შემოუნახა შთამომავლობას, ან კიდევ თეკნელას, გელსუნდას, რკონს, დავით გარეჯს და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენს, ისინი გონების თვალით ხედავენ ერას თავდადებულ შვილებს, უკვდავებაში გარდასულ უცნობ ხუროთმოძღვრებს, ხედავენ ქართველი ერისა და მისი ხელოვნების ისტორიის ფურცლებს.  
 +
 
  
  
ხაზი 6: ხაზი 10:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
[[იდუმალი სამყაროს ბილიკებით]]
[[კატეგორია:გეოგრაფიული ტერმინები]]
+
[[კატეგორია:სპელეოლოგიური  ტერმინები]]

12:22, 4 ნოემბერი 2025-ის ვერსია

გამოქვაბული (ქვაბი) – თანამედროვე ქართული ტერმინი „გამოქვაბული“ წარმოდგერა ძველი ქართული „ქვაბიდან“, რითაც აღინიშნებოდა კლდეში ადამიანის მიერ ნაკვეთი სიღრუე. გამოქვაბულების ანუ ქვაბების გამოკვეთა (გამოქვაბვა) საქართველოს ტერიტორიაზე პირველივე საუკუნეებიდანაა ცნობილი, თუმცა, უფლისციხის მიხედვეთ თუ ვიმსჯელებთ, ასეთი დიდებული კლდემი ნაკვეთი ციხე-ქალაქის აღმშენებლებს (ანუ გამომქვაბულება) უდაოდ გარკვეული ტრადიცია უნდა ჰქონოდათ, ე. ი. შეიძლება ვიფიქროთ, რომ დღევანდელ საქართველოს ტერეტორიაზბე კლღეში გამოკვეთის ხელოვნება დაიწყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

შემდგომ საუკუნეებში გამოქვაბულების კვეთა განპირობებული იყო ომებიანი ისტორიით. ჩვენი შორეული წინაპრები იძულებულნი იყვნენ მიუდგომელ კლდეთა ქარაფებში ეკვეთათ ციხე-ქალაქები, გამოქვაბული-სახიზრები, სამზერები, მონასტრებიც კი. „და თუ დღეს ათასობით ტურისტი გაოცებული ათვალიერებს დიდებულ უფლისციხეს, კლდეში ნაკვეთ ციხე-ქალაქს, სადაც II საუკუნეში თეატრიც კი გამოუკვეთიათ ნიჭიერ უცნობ ხუროებს, ან საქვეყნოდ სახელგანთქმულ ვარძიის გამოქვბულ სამონასტრო კომპლექსს. რომელმაც თამარ მეფის ფრესკაც კი შემოუნახა შთამომავლობას, ან კიდევ თეკნელას, გელსუნდას, რკონს, დავით გარეჯს და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენს, ისინი გონების თვალით ხედავენ ერას თავდადებულ შვილებს, უკვდავებაში გარდასულ უცნობ ხუროთმოძღვრებს, ხედავენ ქართველი ერისა და მისი ხელოვნების ისტორიის ფურცლებს.




წყარო

იდუმალი სამყაროს ბილიკებით

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები