გიორგი წერეთლის გასასვლელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გიორგი წერეთლის გასასვლელი''' - ქუჩა თბილისში. ვაკ...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:37, 13 ნოემბერი 2025 მდგომარეობით

გიორგი წერეთლის გასასვლელი - ქუჩა თბილისში. ვაკე-საბურთალოს რაიონი (ვაკე): ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის გამზირიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX ს. 40-იან წლებში. ყოფილი წყნეთის შესახვევი. 1977 გ. ვ. წერეთლის სახელი დაერქვა. ქუჩაზეა გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი (1976: შენობის არქიტექტორი ლ. კილაძე) და ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის ყოფილი შენობა (1968: არქიტექტორები: გ. სიხარულიძე. თ. ქიქოძე). რომლის ვესტიბიულს ამშვენებს საქართველოს სახალხო მხატვრის – ნ. იგნატოვის მიერ შესრულებული ფრესკა „ცოდნის წყარო“ (1968). ქართული ენციკლოპედიის რედაქციის წინ იდგა ი. აბაშიძის ბიუსტი. რომელიც 2008 გადაიტანეს მისივე სახელობის ქუჩაზე. ამჟამად, ქართული ენციკლოპედიის რედაქცია გადასულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაში.

[რედაქტირება] წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები