ცხენისკბილა (სოკო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Masatiani გვერდი „ცხენისკბილა“ გადაიტანა გვერდზე „ცხენისკბილა (სოკო)“) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 20: | ხაზი 20: | ||
[[კატეგორია:სოკოები]] | [[კატეგორია:სოკოები]] | ||
[[კატეგორია: ბაზიდიანი სოკოები]] | [[კატეგორია: ბაზიდიანი სოკოები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:პირობითად საჭმელ სოკოები]] |
მიმდინარე ცვლილება 22:25, 16 ნოემბერი 2025 მდგომარეობით
ცხენისკბილა (ლათ. Russula delica Fr. რუს. Подгрузок белый)
ქუდი – 20 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ამობურცულია, შემდეგ – ძაბრივით ჩაღრმავებული, ზედაპირი წვრილქეჩისებრია, შემდეგ – ტიტველი, თეთრია. ფირფიტები დაღმავალია, თხელი, თეთრი, ცისფერი ელფერით.
ფეხი – 2-4 სმ სიგრძისა და 1-3 სმ სისქისაა, წვრილქეჩისებრი ზედაპირით, თეთრია.
რბილობი – თეთრია.
სპორები – ზედაპირი ხორკლიანი აქვს, 8-1 1X7-9 მკმ.
იზრდება ნიადაგზე ყველანაირ ტყეში; ზოგჯერ დიდ ჯგუფებად; ზაფხულ-შემოდგომით. დიდი ზომის სოკოა.
საჭმელად მხოლოდ მწნილის სახით გამოიყენება. გარეგნულად ძალიან წააგავს სავარცხელას, მაგრამ ცხენისკბილა რძისმაგვარ სითხეს არ შეიცავს.