ურმის შესახვევი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ურმის შესახვევი''' – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისი...) |
მიმდინარე ცვლილება 15:22, 18 ნოემბერი 2025 მდგომარეობით
ურმის შესახვევი – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (ავლაბარი); იწყებოდა ელენე ახვლედიანის აღმართიდან. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წლის შედგენილ ქუჩების სიაში. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც საზიდრის ქუჩა. შემდეგ ურმის შესახვევი დაერქვა. რევოლუციამდელ თბილისში იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ საურმე გზას.