ქეთევან დედოფლის გამზირი
(ახალი გვერდი: '''ქეთევან დედოფლის გამზირი''' '''ქეთევან დ...) |
15:33, 19 ნოემბერი 2025-ის ვერსია
ქეთევან დედოფლის გამზირი – გამზირი თბილისში, ისანი-სამგორისა და ძველი თბილისის რაიონები (ავლაბარი, ნავთლუღი); ავლაბრის მოედნიდან მოსკოვის გამზირამდე. მაგისტრალური ქუჩა, რომელიც ნავთლუღს აკავშირებს ქალაქის ცენტრალურ რაიონებთან. ძველთაგანვე ცნობილი იყო კახეთის გზის სახელით. ასეა დატანილი ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ თბილისის 1735 წლის გეგმაზეც. თბილისის 1867 წლის გეგმაზე დატანილია როგორც კახეთის ქუჩა, 1895 წლის გეგმაზე – როგორც კახეთის დიდი ქუჩა. 1923 წელს – ს. შაუმიანის, 1990 წელს – ქეთევან წამებულის. 2005 წელს ქეთევან დედოფლის სახელი დაერქვა. გამზირზე დგას პ. ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა (1936; არქიტექტორი მ. ტერ-მიქელოვი). ქეთევან დედოფლის გამზირისა და თელავის ქუჩის კუთხეში – ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „შერატონ-მეტეხი-პალასი“ (1991; არქიტექტორები: ე. ჩაკმანი, შ. ყავლაშვილი). ქეთევან დედოფლის გამზირისა და კახეთის გზატკეცილის შესაყართანაა შპს „ისანი“. შემონახულია XIX. საუკუის II ნახევრის საცხოვრებელი სახლები. გამზირზე დგას მეფე ფარნავაზ I-ის ძეგლი (მოქანდაკე ე. ამაშუკელი. არქიტექტორები: შ. ყავლაშვილი. ვ. რცხილაძე). გამოდის მეტროს სადგურები „ავლაბარი“. „300 არაგველი“, „ისანი“, „სამგორი“.