გერონტი ქიქოძის ქუჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გერონტი ქიქოძის ქუჩა''' '''გერონტი ქი...)

16:51, 19 ნოემბერი 2025-ის ვერსია

გერონტი ქიქოძის ქუჩა

გერონტი ქიქოძის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი. (სოლოლაკი); გიორგი ლეონიძის ქუჩიდან ლადო ასათიანის ქუჩამდე, XVIII საუკუნეში ამ ადგილებში დარეჯან დედოფლის ბაღი იყო. ქუჩა წარმოიქმნა XIX საუკუნის 20-იან წლებში. აქ მდებარეობდა კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი (დაარსდა 1840 წელს) და ქუჩამაც აქედან მიიღო სახელწოდება – ინსტიტუტის ქუჩა (შეტანილია 1843 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში). ინსტიტუტის გადატანის შემდეგ (1857 წ.) დაერქვა ძველი ინსტიტუტის ქუჩა დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე). 1900-იდან – ი. პასკევიჩის, 1923 წლიდან – ფ. მახარაძის, 1990-იდან გ. ქიქოძის სახელი ჰქვია. ქუჩაზეა თ. წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის და. პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტები. ნაგებობათაგან აღსანიშნავია XIX საუკუნის 50-იანი, 90-იანი წლებში (ყოფილი შ. დადიანის სახელობის ხელოვნების მუშაკთა სახლი) და XX ს. დასაწყისის საცხოვრებელი სახლები.

წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები