ქობულეთის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ქობულეთის ქუჩა''' – ქუჩა თბილისში, ვაკე-საბურთალო...) |
17:08, 19 ნოემბერი 2025-ის ვერსია
ქობულეთის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონი (ვაკე); გიორგი შატბერაშვილის ქუჩიდან მცხეთის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX ს. 30-იან წლებში. თბილისის 1934 წ. გეგმაზე დატანილია როგორც მეორე შროშის ქუჩა. 40-იან წლებში ქობულეთის ქუჩა დაერქვა. აქვს 1 შესახვევი.