ნიკოლოზ ქუმსიაშვილის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ნიკოლოზ (ნიკო) ქუმსიაშვილის ქუჩა''' – ქუჩა [[თბილისი|თბილისში...) |
მიმდინარე ცვლილება 10:54, 20 ნოემბერი 2025 მდგომარეობით
ნიკოლოზ (ნიკო) ქუმსიაშვილის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (ხარფუხი); იაკობ ცურტაველის ქუჩიდან მთის ფერდობამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1900 წლის კალენდარში შეტანილია როგორც მირზოევის ქუჩა, 1923 წლიდან აბილოვის ქუჩა ერქვა, 60-იან წლებში ნიკოლოზ ქუმსიაშვილის სახელი ეწოდა. აქვს 2 შესახვევი (I შესახვევი – ყოფილი მეშედოვსკის შესახვევი, II შესახვევი – ყოფილი სათარის შესახვევი. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში).