სოლომონ ქურდიანის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სოლომონ ქურდიანის ქუჩა''' – ქუჩა თბილისში, დიდუბე-...) |
მიმდინარე ცვლილება 11:09, 20 ნოემბერი 2025 მდგომარეობით
სოლომონ ქურდიანის ქუჩა – ქუჩა თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი (ახალი კუკია); სოლომონ ქურდიანის I შესახვევიდან ხუდადოვის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც პარკის ქუჩა, სახელი ეწოდა ხუდადოვის ტყე-პარკთან სიახლოვის გამო. 1925 წელს კ. ცინცაძის სახელი დაერქვა. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ლადო ქუთათელაძის (ბოლშევიკი) ქუჩა. 40-იან წლებში – ს. ზაქრაძის, 1992 წლიდან სოლომონ ქურდიანის სახელი ეწოდა. აქვს 1 გასასვლელი 2 შესასვლელი.