დიმიტრი ყიფიანის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''დიმიტრი ყიფიანის ქუჩა''' – ქუჩა თბილისში, ძველი თბ...) |
16:27, 20 ნოემბერი 2025-ის ვერსია
დიმიტრი ყიფიანის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (მთაწმინდა); არსენა ოძელაშვილის ქუჩიდან მთის ფერდობამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში, თბილისის 1884 წლის გეგმაზე. ქუჩის დასაწყისი – ხევის ქუჩის, ხოლო ბოლო მონაკვეთი მთის I ქუჩის სახელით არის დატანილი. 1900 წლიდან – ყიფიანის. 1923 წლიდან დიმიტრი ყიფიანის სახელი ჰქვია. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები. აქვს 1 ჩიხი.