ჟიული შარტავას ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: მარჯვნივ '''ჟიული შარტავას ქუჩა''' – ქუჩა [[თ...) |
მიმდინარე ცვლილება 12:13, 21 ნოემბერი 2025 მდგომარეობით
ჟიული შარტავას ქუჩა – ქუჩა თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონი (ვეძისი); გიორგი სააკაძის მოედნიდან გაბრიელ ისაკაძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში, ადრე ანაგის ქუჩა ერქვა. 1925-26 წლების ცნობათა წიგნში „მთელი ტფილისი“ შეტანილია საბურთალოს ახალი ქუჩების სიაში, ჟიული შარტავას სახელი ეწოდა 1994 წლიდან, ქუჩაზეა ყოფილი საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის შენობა (1982 წ. არქიტექტორები: შ. დავითაშვილი. თ. ნაცვლიშვილი, მ. ლორთქიფანიძე), სადაც 2008 წლიდან განთავსდა თბილისის მერია.