ბამბის რიგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბამბის რიგი''' — ძველი თბილისის რაიონი (კალა); სიონის ქუჩიდან ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Bambis rigi.png|thumb|200პქ|ბამბის რიგი]]
 
'''ბამბის რიგი''' — ძველი თბილისის რაიონი (კალა); სიონის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას სანაპირომდე. თბილისის ერთ-ერთი უძველესი ქუჩა.  
 
ხაზი 4: ხაზი 5:
  
1981 ჩატარდა ქუჩის რეკონსტრუქცია-რეგენერაცია (არქიტ. ჯგუფი; ხელმძღვ. გ. ბათიაშვილი). აღდგენილია არქიტექტორ ღაზარ სარქსიანის პროექტით 1903 აგებული მანთაშევისეული მაღაზიები („მანთაშევსკიე რიადი“). შენობის სანაპიროსკენ მიმართულ კედელზე მიმაგრებულია კინორეჟისორ ს. ფარაჯანოვის ძეგლი (მოქანდაკე ვ. მიქაბერიძე).  
 
მიმდინარე ცვლილება 15:39, 21 ნოემბერი 2025 მდგომარეობით

ბამბის რიგი

ბამბის რიგი — ძველი თბილისის რაიონი (კალა); სიონის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას სანაპირომდე. თბილისის ერთ-ერთი უძველესი ქუჩა.

წარმოიქმნა XIX ს-მდე. მისი სახელწოდება დაკავშირებულია ადრე ამ ქუჩაზე განლაგებულ ბამბეულის, მატყლის, ჩითის, ფარჩისა და სხვ. ნაწარმის სავაჭრო დუქნებსა და საწყობებთან. მოვაჭრეთა ასეთ რიგს ბაზაზხანა (არაბ.-სპარს. – ბაზაზხანე; ფართლეულის სავაჭრო სახლი) ერქვა. თბილისში 2. ბაზაზხანა იყო: დიდი (კ. აფხაზის ქუჩის იმ მონაკვეთზე, რომელიც სიონის ქუჩის პარალელური იყო) და მცირე ანუ ქვემო ბაზაზხანა, რომელიც ბამბის რიგის სახელით არის ცნობილი. შემდეგ კიდევ ერთი ბაზაზხანა გაჩნდა ბნელ რიგში (ახლანდ. ჟან შარდენის ქუნ).

1981 ჩატარდა ქუჩის რეკონსტრუქცია-რეგენერაცია (არქიტ. ჯგუფი; ხელმძღვ. გ. ბათიაშვილი). აღდგენილია არქიტექტორ ღაზარ სარქსიანის პროექტით 1903 აგებული მანთაშევისეული მაღაზიები („მანთაშევსკიე რიადი“). შენობის სანაპიროსკენ მიმართულ კედელზე მიმაგრებულია კინორეჟისორ ს. ფარაჯანოვის ძეგლი (მოქანდაკე ვ. მიქაბერიძე).

[რედაქტირება] წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები