თენგიზ ბუაჩიძის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მიმდინარე ცვლილება 19:19, 22 ნოემბერი 2025 მდგომარეობით
თენგიზ ბუაჩიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მდებარეობს ვაკის რაიონში (დელისი); იწყება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან და გრძელდება შალვა ნუცუბიძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 50-იან წლებში. ადრე გიორგი ტერევერკოს ქუჩა ერქვა. თბილისის 1982 წლის რუკაზე დატანილია როგორც ვაჟა-ფშაველას I შესახვევი. 1995 წელს თენგიზ ბუაჩიძის სახელი ეწოდა.