გიორგი ათონელის ქუჩა
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Atonelis qucha.PNG|thumb|200px|გიორგი ათონელის ქუჩა]] | [[ფაილი:Atonelis qucha.PNG|thumb|200px|გიორგი ათონელის ქუჩა]] | ||
| − | '''გიორგი ათონელის ქუჩა''' – ქუჩა [[თბილისი|თბილისში]], ძველი თბილისის რაიონი (ორბელიანთუბანი); ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან სიმონ (სოლიკო) ვირსალაძის ქუჩამდე. ადრე იგი ორბელიანის ქუჩის ნაწილს წარმოადგენდა. | + | '''გიორგი ათონელის ქუჩა''' – ქუჩა [[თბილისი|თბილისში]], ძველი თბილისის რაიონი (ორბელიანთუბანი); [[ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა|ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან]] სიმონ (სოლიკო) ვირსალაძის ქუჩამდე. ადრე იგი ორბელიანის ქუჩის ნაწილს წარმოადგენდა. |
ქუჩის მიდამოები XVIII ს. შუა წლებამდე სამეფო საკუთრება იყო. 1751 ქართლის მეფე [[თეიმურაზ II]]-მ ეს მიდამოები „სახასო სასახლის ადგილითურთ“ სარდალ რევაზ ორბელიანს უბოძა. | ქუჩის მიდამოები XVIII ს. შუა წლებამდე სამეფო საკუთრება იყო. 1751 ქართლის მეფე [[თეიმურაზ II]]-მ ეს მიდამოები „სახასო სასახლის ადგილითურთ“ სარდალ რევაზ ორბელიანს უბოძა. | ||
მიმდინარე ცვლილება 00:14, 24 ნოემბერი 2025 მდგომარეობით
გიორგი ათონელის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (ორბელიანთუბანი); ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან სიმონ (სოლიკო) ვირსალაძის ქუჩამდე. ადრე იგი ორბელიანის ქუჩის ნაწილს წარმოადგენდა.
ქუჩის მიდამოები XVIII ს. შუა წლებამდე სამეფო საკუთრება იყო. 1751 ქართლის მეფე თეიმურაზ II-მ ეს მიდამოები „სახასო სასახლის ადგილითურთ“ სარდალ რევაზ ორბელიანს უბოძა.
XIX ს. 60-იან წლებში ქუჩა გაიყო: ერთ ნაწილს ორბელიანის სახელი დარჩა. მეორეს მადათოვის ქუჩა ეწოდა (20-იან წლებში ორბელიანებმა კუთვნილი ადგილის ნაწილი, მ. შ. ყოფილი კუნძული მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ახლანდელი მშრალ ხიდთან, გენერალ ვ. მადათოვს მიჰყიდეს), ხოლო მესამეს – დიდი ვანქისა. 1922 მადათოვის ქუჩას კ. ვოლოდარსკის სახელი ეწოდა, დიდი ვანქისას – პრესისა. 1958 პრესის ქუჩას, 1965 წელს კი ორივე ქუჩას გიორგი ათონელის სახელი მიეკუთვნა. ქუჩას ესაზღვრება გ. ლეონიძის სახელობის ბაღი (ყოფილი ალექსანდრეს ბაღის ქვედა ნაწილი). ადრე №31 სახლში სასტუმრო „ლონდონი“ იყო განთავსებული, ხოლო №29-ში – სასტუმრო „გრანდ-ოტელი“. შემონახულია: გალავნისა და ძველი ეკლესიის ნაშთი (სამრეკლოზე მიშენებულია №2 სახლი); ვანქის სამრეკლო (XIX ს.); XIX ს. 50-70-იანი წლებისა და საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები; ეკლექტიკური ხასიათის შენობა (№25), (ამჟამად პრეზიდენტის სასახლე) აგებულია XIX საუკუნის დასასრულს (ადრე ამ ადგილზე იდგა გ. ორბელიანის სახლი). ქუჩას აქვს 1 ჩიხი.