სანჯანოვი ისრაელ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სანჯანოვი ისრაელ“ გადაიტანა გვერდზე „ისრაელ სანჯანოვი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ისრაელ სანჯანოვი“ გადაიტანა გვერდზე „სანჯანოვი ისრაელ“ გადამ...) |
მიმდინარე ცვლილება 16:51, 28 ნოემბერი 2025 მდგომარეობით
ისრაელ აგაპარუნის ძე სანჯანოვი − ( 04.06.1835 -1920), სომეხი გენერალ-ლეიტენანტი (17.06.1899).
დაიბადა ტფილისის გუბერნიაში. 1853 წელს დაამთავრა მე-2 კადეტთა კორპუსი.
მონაწილეობდა (1853-1856) წლების ყირიმის (აღმოსავლეთის) და (1877-1878) რუსეთ-თურქეთის ომებში.
1858-1859 წლებში მსახურობდა კავკასიის ხაზის მარჯვენა ფრთის არტილერიის უფროსის უფროს ადიუტანტად.
1867-1874 წლებში მეთაურობდა კავკასიის 21-ე საარტილერიო ბრიგადის I ბატარეას.
1876 წლის 30 აგვისტოს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1874-1875 წლებში მეთაურობდა 39-ე საარტილერიო ბრიგადის მე-6 ბატარეას.
1875-1888 წლებში მეთაურობდა კავკასიის გრენადერთა ბრიგადის მე-6 ბატარეას.
1888 წლის 30 აგვისტოს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.
1888-1889 წლებში მეთაურობდა 21-საარტილერიო ბრიგადას (ქ. თემირ-ხან-შურაში), გადადგა სამხედრო სამსახურიდან.
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო და რუსეთის ორდენებით.
წმ. სტანისლავის III (მახვილებით და ბაფ თით-1858), II (მახვილებით) და I ხარ.(1892),
წმ. ანას III (მახვილებით და ბაფთით-1861), II (მახვილებით-1864) II (იმპერ. გვირგვ.-1870) და I ხარ.,
წმ. ვლადიმერის III ხარ. (მახვილებით, ოცდახუთ წლიანი უმწიკვლო სამსახურისათვის-1879).
დაჯილდოებული იყო ბუხარის „ოქროს ვარსკვლავის“ I ხარ. ორდენით (1896).
გარდაიცვალა და დაკრძალულია ტფილისში. დაკრძალვის ადგილი უცნობია.