გოგოლაძე მამია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მამია იურის-ძე გოგოლაძე''' – (დ.08.02.1969), ქართველი ვიცე-პოლკოვნიკ...)
 
(წყარო)
ხაზი 28: ხაზი 28:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან]]
 
[[სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან]]
[[კატეგორია: ქართველი სამხედრო მოღვაწეევი]]
+
[[კატეგორია: ქართველი სამხედრო მოღვაწეები]]

23:38, 6 დეკემბერი 2025-ის ვერსია

მამია იურის-ძე გოგოლაძე – (დ.08.02.1969), ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი (2007).

დაიბადა ქ. თბილისში, მოსამსახურის ოჯახში.

1987-1989 წლებში მსახურობდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში (სასომხეთში).

1989 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი.

1993-2007 წლებში მსახურობდა თავდაცვის ძალებში სხვადასხვა თანამდებობაზე.

2004 წლიდან დღემდე არის ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიის ექსპერტთა ჯგუფის წევრი.

2007 წლიდან ეწევა საზოგადოებრივ და საქველმოქმედო მოღვაწეობას.

არის 4 მონოგრაფიის ავტორი, მიღებული აქვს მონაწილეობა რამოდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში.

2017 წლიდან დღემდე არის საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოების დირექტორის მოადგილე საერთო საკითხებში.

2019 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრად.

მინიჭებული აქვს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია (2018), „ქართული კულტურის ამაგდარის“ (2018) და „მშვიდობის ალამდარის“ (2022) წოდებები.

დაჯილდოებულია რამოდენიმე მედლით.

შეაქვს ღირსეული წვლილი საქართველოს და კავკასიის სამხედრო ისტორიის შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში.


წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები