მჭედლიძე დავით
(→წყარო) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მჭედლიძე დავით“ გადაიტანა გვერდზე „დავით მჭედლიძე“) |
23:51, 6 დეკემბერი 2025-ის ვერსია
დავით როლანდის ძე მჭედლიძე – (დ. 23.04.1968), ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი (2001).
დაიბადა ქ. თბილისში მოსამსახურის ოჯახში.
1991-1996 წლებში სწავლობდა და დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო მეურნეობის ფაკულტეტი.
1991-1992 წლებში მსახურობდა ბოლნისის რაიონის სამხედრო სექტორის უფროსად.
1993-1996 წლებში მსახურობდა ბოლნისის რაიონის სამხედრო განყოფილების უფროსად
1998-1999 წლებში მსახურობდა დმანისის რაიონის სამხედრო კომისრად.
1999-2000 წლებში მსახურობდა ბოლნისის რაიონის სამხედრო კომისრად.
2000-2003 წლებში მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამობილიზაციო-საორგანიზაციო სამმართველოს ოფიცრად.
2003-2004 წლებში მსახურობდა ეროვნული გვარდიის აღმოსავლეთის მიმართულების სამობილიზაციო შტაბის უფროს ოფიცრად.
2004-2005 წლებში მსახურობდა ეროვნული გვარდიის სამობილიზაციო-საორგანიზაციო შტაბის სამმართველოს უფროს ოფიცრად.
2005-2010 წლებში მსახურობდა ეროვნული გვარდიის მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაურად.
1992-1993 და 2008 წლებში მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, არის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი.
დაჯილდოებულია თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით - უმწიკვლო სამსახურისათვის (II და III ხარ.)
2010 წლიდან რეზერვშია.
2018 წლიდან ეწევა აქტიურ საზოგადოებრივ და საქველმოქმედო მოღვაწეობას.
2023 წლის 6 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოების დირექტორის მოადგილედ.
აქვს მიღებული მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, არის 2 მონოგრაფიის ავტორი.
დაჯილდოებულია სამხედრო ისტორიის საზოგადოების წმინდა გიორგის ნიშნით.
2023 წლის 22 მარტს არჩეულია ჯუმბერ ლეჟავას სახ. საერთაშორისო სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსად.
2023 წლის აგვისტოში არჩეულია საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრად.
შეაქვს ღირსეული წვლილი საქართველოს და კავკასიის სამხედრო ისტორიის შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში.