ტერ-სააკოვი რუბენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რუბენ ტერ-სააკოვი“ გადაიტანა გვერდზე „ტერ-სააკოვი რუბენ“ გადა...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Ruben ter-saakovi.png|thumb|140px|რუბენ ტერ-სააკოვი]]
 
'''რუბენ ტიგრანის  ძე ტერ-სააკოვი''' – (1906- 1996 ),  სომეხი [[კავშირგაბმულობის ჯარები]]ს გენერალ-მაიორი (18.02.1958),  
 
'''რუბენ ტიგრანის  ძე ტერ-სააკოვი''' – (1906- 1996 ),  სომეხი [[კავშირგაბმულობის ჯარები]]ს გენერალ-მაიორი (18.02.1958),  
  

მიმდინარე ცვლილება 13:24, 9 დეკემბერი 2025 მდგომარეობით

რუბენ ტერ-სააკოვი

რუბენ ტიგრანის ძე ტერ-სააკოვი – (1906- 1996 ), სომეხი კავშირგაბმულობის ჯარების გენერალ-მაიორი (18.02.1958),

დაიბადა ქ. ტფილისში.

1921 წელს დაიწყო მუშაობა მღებავის მოწაფედ, ტფილისის ორთქლმავლების მთავარ სახელოსნოებში. ამავდროულად სწავლობდა მუშფაკზე და, მუშაობდა გაზეთ „იზვესტიების“ ტფილისის განყოფილებაში გაზეთის დამტარებლად.

1925 წელს ჩააბარა ტფილისის კავშირგაბმულობის ტექნიკუმში, მაგრამ 1926 წელს ტექნიკუმის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, იგი გადაჰყავთ სასწავლებლად მოსკოვის კავშირგაბმულობის ტექნიკუმში.

1928 წლიდან, ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, გაანაწილეს ქ. ხარკოვში, მოგვიანებით მუშაობდა ტფილისის კავშირგაბმულობის კვანძში.

1930 წელს განათლების მისაღებად გააგზავნეს მოსკოვის კავშირგაბმულობის ინსტიტუტში.

1932 წელს მოსკოვის კავშირგაბმულობის ინსტიტუტის ბაზაზე, შეიქმნა კავშირგაბმულობის საინჟინრო-ტექნიკური აკადემია.

1935 წელს ტერ-სააკოვმა დაამთავრა ამ აკადემიის სამხედრო ფაკულტეტი.

III რანგის სამხედრო ინჟინრის წოდებით, ის ჯერ იქნა დანიშნული საავიაციო რაზმის კავშირგაბმულობის უფროსად, შემდეგ საავიაციო პოლკის კავშირგაბმულობის ავტომატური კავშირების ხელსაწყოების, სიგნალიზაციის, საჰაერო დაკვირვების და კავშირგაბმულობის ინჟინრად, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში.

(1941-1945) წლების სსრკ დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე, ტერ-სააკოვის ყურადღების ცენტრში მოექცა კავშირგაბმულობის ტექნიკის მზადყოფნა და სათანადო სპეციალისტების მომზადება.

1943 წლის მარტში იგი დაინიშნა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარების, კავშირგაბმულობის რემონტის და უზრუნველყოფის განყოფილების უფროსად. ომის შემდეგ გაიარა გზა წამყვანი სპე- ციალისტიდან, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარების ოლქის კავშირგაბმულობის ჯარების უფროსამდე. მან პირადად დაამუშავა რამოდენიმე პროექტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარების რაიონის, კავშირგაბმულობის კვანძების მოწყობასა და ორგანიზაციისათვის. ერთ-ერთი მისი პროექტი მოწონებული იქნა და დანერგილი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარების, საკომანდო პუნქტის მოწყობისას.

1949 წლის მაისში მას მიენიჭა ინჟინერ-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1953 წლის ოქტომბერში დაინიშნა ოლქის კავშირგაბმულობის ჯარების უფროსად.

1960 წელს ჯანმრთელობის გამო გავიდა თადარიგში.

დაჯილდოებული იყო წითელი დროშის და წითელი ვარსკვლავის ორდენებით.


[რედაქტირება] წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები