ვართანიანი ლევონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 28: ხაზი 28:
 
[[სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან]]
 
[[სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან]]
 
[[კატეგორია: სომეხი გენერლები]]
 
[[კატეგორია: სომეხი გენერლები]]
 +
[[კატეგორია:ვართანოვები]]

17:15, 10 დეკემბერი 2025-ის ვერსია

ლევონ ვართანიანი

ლევონ მიკირტიჩის ძე ვართანიანი – (14.04.1924-2013), სომეხი გენერალ-მაიორი.

დაიბადა ქ. ტფილისში.

1929 წლიდან ცხოვრობდა ოჯახთან ერთად ქ. ლენინაკანში.

1942 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა ორჯონიკიძის შინსახკომის თანამშრომელთა გადამზადების სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა ლენინაკანში, გარე თვალთვალის მზვერავად, 1943-1944 წლებში სწავლობდა თბილისის შინსახკომის სპეც სკოლაში.

1944-1954 წლებში მსახურობდა ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატში, 1946 წლიდან (სამინისტროში).

1954-1957 წლებში სწავლობდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლეს სკოლაში.

1957 -1971 წლებში მსახურობდა ალტაის მხარის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სამმართველოში რწმუნებულის მოადგილედ.

1971-1974 წლებში მსახურობდა სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში, საინსპექტორო სამმართველოს უფროს ინსპექტორად.

1974-1979 წლებში მსახურობდა იმავე სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსად.

1979-1983 წწ.მსახურობდა იმავე სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 1983 წელს გავიდა პენსიაზე.

დაკრძალულია მოსკოვში, ტროეკუროვოს სასაფლაოზე.

დაჯილდოებულია 2 წითელი ვარსკვლავის ორდენით და სახელმწიფო უშიშროების საპატიო თანამშრომლის სამკერდე ნიშნით (1976).


წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები