არვანოვი ზარმაირ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ზარმაირ არვანოვი“ გადაიტანა გვერდზე „არვანოვი ზარმაირ“ გადამ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Arvanovi.png|thumb|140px|ზარმაირ არვანოვი]] | ||
'''ზარმაირ მამიკონის ძე არვანოვი''' – (15.04.1915-01.02.1997), სომეხი კონტრ-ადმირალი (07.05.1960). | '''ზარმაირ მამიკონის ძე არვანოვი''' – (15.04.1915-01.02.1997), სომეხი კონტრ-ადმირალი (07.05.1960). | ||
| − | |||
დაიბადა ტფილისში, რკინიგზის მუშის ოჯახში. ტფილისის 41-ე შრომითი სკოლის 7 კლასის დამთავრების შემდეგ, გააგრძელა სწავლა საქარხნო-საფაბრიკო სასწავლებელში, სადაც მიიღო 9 კლასის განათლება და ზეინკალ-ინსტრუმენტალისტის სპეციალობა. | დაიბადა ტფილისში, რკინიგზის მუშის ოჯახში. ტფილისის 41-ე შრომითი სკოლის 7 კლასის დამთავრების შემდეგ, გააგრძელა სწავლა საქარხნო-საფაბრიკო სასწავლებელში, სადაც მიიღო 9 კლასის განათლება და ზეინკალ-ინსტრუმენტალისტის სპეციალობა. | ||
მიმდინარე ცვლილება 14:12, 11 დეკემბერი 2025 მდგომარეობით
ზარმაირ მამიკონის ძე არვანოვი – (15.04.1915-01.02.1997), სომეხი კონტრ-ადმირალი (07.05.1960). დაიბადა ტფილისში, რკინიგზის მუშის ოჯახში. ტფილისის 41-ე შრომითი სკოლის 7 კლასის დამთავრების შემდეგ, გააგრძელა სწავლა საქარხნო-საფაბრიკო სასწავლებელში, სადაც მიიღო 9 კლასის განათლება და ზეინკალ-ინსტრუმენტალისტის სპეციალობა.
1932-1933 წლებში მუშაობდა ტფილისის ორთქლმავალ-სარემონტო ქარხნის საინსტრუმენტალო საამქროში, სადაც იყო „ოსოავიაქიმის“ სამხედრო ორგანიზატორი.
1933 წელს, კომკავშირის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის საგზურით, გაიგზავნა ფრუნზეს სახ. ლენინგრადის უმაღლეს სამხედრო- საზღვაო სასწავლებელში.
1938 წელს დაამთავრა სასწავლებელი I თანრიგით და დაინიშნა კრონშტადტში, წყალქვეშა ნავების ბრიგადის ჯგუფის მეთაურად „ნავ c-1“-ზე.
1942 წლის 19 ივლისს, კაპიტან-ლეიტენანტი არვანოვი დაინიშნა სახელგანთქმულ ნავ-„K-21“-ზე, ნავის უფროსის თანაშემწედ. პირველსავე საბრძოლო ლაშქრობაში ნავმა გაანადგურა მოწინააღმდეგის 3 სადარაჯო გემი. მის ანგარიშზე იყო 7 საბრძოლო ლაშქრობა, წითელდროშოვან წყალქვეშა ნავ–„K-21“ -ზე, ჯერ როგორც ნავის უფროსი თანაშემწის თანამდებობაზე, ხოლო 1943 წლიდან როგორც მეთაურისა.
1945 წელს III-ე რანგის კაპიტანი არვანოვი დაინიშნა სპეც რაზმში, რომელსაც უნდა მიეღო დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ძალებისგან გერმანული ფლოტის წყალქვეშა გემები, რომლებიც ჩაბარდნენ ინგლისს.
1951 წელს დაინიშნა შენაერთის შტაბის უფროსის მოადგილედ, ხოლო შემდეგ ბალტიის ფლოტის შტაბის უფროსის თანაშემწედ.
1953 წელს I რანგის კაპიტანი არვანოვი სათავეში ჩაუდგა ფლოტის მსხვილ სასწავლო შენაერთს, რომელიც ამზადებდა კადრებს საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო ძალებისათვის.
1960 წელს კონტრ-ადმირალი არვანოვი დაინიშნა ძერჟინსკის სახ. ლენინგრადის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის უფროსის I მოადგილედ.
1963 წელს ჯანმრთელობის გამო კონტრ-ადმირალი არვანოვი გავიდა თადარიგში.
1963-1992 წლებში მუშაობდა გემთმშენებლობის მრეწველობის სამინისტროს, საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროს საინჟინრო სამსახურის უფროსად.
1992 წლიდან ჯანმრთელობის გამო მუშაობდა იქვე, საზოგადოებრივ საწყისებზე.
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო წითელი დროშის (1943,1944), 2 წითელი ვარსკვლავის, ნახიმოვის, II ხარ. (1944), სამამულო ომის, I ხარ. (1985) ორდენებით.
დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგში, ბოგოსლოვსკის სასაფლაოზე.